სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ანტარქტიდაში ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - ნახეთ მეცნიერების კომენტარი

    ანტარქტიდაში ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - ნახეთ მეცნიერების კომენტარი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თა­ნამ­გზავ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ანტარქტიდაში ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება.

    "ყვე­ლა იმ ნე­გა­ტი­ურ პროგ­ნოზ­თან შე­და­რე­ბით, რაც წლე­ბის წინ კეთ­დე­ბო­და, დღეს გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა ვი­თა­რე­ბაა. ეს ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია“, - ამ­ბობს ვალ­ტერ მა­ი­ე­რი.

    პო­ლა­რუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ არას­ტა­ბი­ლურ ან­ტარ­ქტი­კას შე­იძ­ლე­ბა "შორ­სმი­მა­ვა­ლი“ მძი­მე შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეს.

    ანტარქტიდაში ყინულის საფარი მოსალოდნელზე სწრაფად დნება - ნახეთ მეცნიერების კომენტარი


    ყი­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­კის ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე ცუ­რავს, ახლა 17 მი­ლი­ონ კვ.კმ-ზე ნაკ­ლე­ბია - ეს წინა ზამ­თრის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ბევ­რად და­ბა­ლია.

    დოქ­ტო­რი ქე­რო­ლა­ინ ჰოლმსი კვლე­ვა­ში გან­მარ­ტავს, რომ ზღვის ყი­ნუ­ლის შემ­ცი­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში უფრო აშ­კა­რა გახ­დე­ბა.

    ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ყი­ნუ­ლის სა­ფა­რით პლა­ნე­ტის გა­ცი­ე­ბის გა­რე­შე, ან­ტარ­ქტი­და დე­და­მი­წის მა­ცივ­რი­დან შე­საძ­ლოა გათ­ბო­ბის რა­დი­ა­ტო­რად იქ­ცეს.

    ზღვის ყი­ნუ­ლის დნო­ბის შე­დე­გად, მზის სხი­ვე­ბი ოკე­ა­ნეს ხვდე­ბა, რო­მე­ლიც შთან­თქავს შუქს მისი არეკვლის ნაც­ვლად, შე­დე­გად, წყალს სით­ბო ემა­ტე­ბა და ყი­ნუ­ლი დნო­ბას იწყებს. მეც­ნი­ე­რე­ბი ამას ყი­ნულ-ალ­ბე­დოს ეფექტს უწო­დე­ბენ.

    "ყი­ნუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას გარ­კვე­ულ­წი­ლად გან­სა­ზღვრავს ის, რომ ისი­ნი აი­რეკ­ლა­ვენ მზი­დან მო­მა­ვალ რა­დი­ა­ცი­ას და ამით ხელს უწყო­ბენ და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას რო­გორც ჩარ­დი­ლო­ეთ, ისე სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე. ყი­ნუ­ლის დნო­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა მზის ენერ­გი­ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო და ოკე­ა­ნე შთან­თქავს, ეს კი დათ­ბო­ბის პრო­ცესს აქ უფრო ინ­ტენ­სი­ურს ხდის, ვიდ­რე პლა­ნე­ტის ნე­ბის­მი­ერ სხვა ად­გი­ლას”, - გან­მარ­ტავს იზა­ბელ ლო­უ­რენ­სი, ლიდსის პო­პუ­ლა­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და მო­დე­ლი­რე­ბის ცენ­ტრის მკვლე­ვა­რი.

    ყი­ნუ­ლის დნო­ბა პლა­ნე­ტის მას­შტა­ბით იწ­ვევს ზღვის დო­ნის ამაღ­ლე­ბას, ზრდის სა­ნა­პი­რო­ე­ბის დატ­ბორ­ვის რისკს და საფრ­თხეს უქ­მნის ბუ­ნებ­რივ ჰა­ბი­ტა­ტებს, სა­დაც ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. თუ ყი­ნუ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბის დნო­ბა და­ი­წყე­ბა, ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის.



    2022 წლის მარ­ტში აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­დას ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ცხის ტალ­ღა და­ა­ტყდა თავს და ტემ­პე­რა­ტუ­რამ -10C-მდე აი­წია.

    "რო­დე­საც, 30 წლის წინ, და­ვი­წყე ან­ტარ­ქტი­დის შეს­წავ­ლა, არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ იქ ასე­თი ექ­სტრე­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი მოხ­დე­ბო­და. ან­ტარ­ქტი­დის სი­შო­რე და ის­ტო­რი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი მარ­ტინ ზი­გერ­ტი.

    აგ­ვის­ტოს ბო­ლოს მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს თა­ნამ­გზავ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია ან­ტარ­ქტი­და­ში სა­იმ­პე­რა­ტო­რო პინგვი­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 10 ათა­სამ­დე ბარ­ტყი, რომ­ლე­ბიც ჯერ არ იყ­ვნენ შე­ბუმბლუ­ლი წყალ­გა­უმ­ტა­რი ბუმ­ბუ­ლით აღ­მოჩ­ნდნენ გა­ყი­ნულ წყალ­ში მას მერე ყი­ნუ­ლი და­ნა­წევ­რდა. ეს მოვ­ლე­ნა მოხ­და 2022 წლის ბო­ლოს კონ­ტი­ნენ­ტის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, პა­ტა­რა პინგვი­ნე­ბის ნა­წი­ლი მო­მენ­ტა­ლუ­რად იყი­ნე­ბა და ქვა­სა­ვით იძი­რე­ბა წყალ­ში.



    მეც­ნი­ე­რე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ მომ­ხდა­რი კა­ტას­ტრო­ფის მა­უ­წყებ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ბუ­ნე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რის (IUCN) მიერ სა­იმ­პე­რა­ტო­რო პინგვი­ნე­ბი უკვე კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის ქვეშ მყო­ფი სა­ხე­ო­ბა.

    "ფაქ­ტია, ან­ტარ­ქტი­და­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა უფრო სწრა­ფად იმა­ტებს, ვიდ­რე ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი იყო... ეს პინგვი­ნე­ბის ყი­ნუ­ლო­ვან ჰა­ბი­ტატს სულ უფრო და­უც­ველს ხდის, რად­გან ზამ­თარ­ში ყი­ნუ­ლის ფორ­მი­რე­ბას უფრო მეტი დრო სჭირ­დე­ბა, ზა­ფხულ­ში ის უფრო სწრა­ფად თხელ­დე­ბა. ეს პრო­ცე­სე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს­თვის სა­იმ­პე­რა­ტო­რო პინგვი­ნე­ბის კო­ლო­ნი­ე­ბის 90%-ზე მეტი, პრაქ­ტი­კუ­ლად, გაქ­რე­ბა", - ამ­ბობს BBC-სთან ან­რაქ­ტი­კის შემ­სწავ­ლე­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პი­ტერ ფრეტვე­ლი.