სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კვირის წარმატებული და იღბლიანი დღეები - გამოიყენეთ ასტროლოგის რჩევები

    კვირის წარმატებული და იღბლიანი დღეები - გამოიყენეთ ასტროლოგის რჩევები
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    30 ოქტომბერი

    ასტროლოგების თქმით, ამ დღეს შესაძლოა, მომატებული ემოციურობა და შფოთვა იგრძნოთ, გაგირთულდეთ კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციაც შექმნათ. შეიძლება იფიქროთ, რომ ახლა ყველა საქმემ, პასუხისმგებლობამ და ვალდებულებამ ერთად მოიყარა თავი. თუმცა, ნუ ინერვიულებთ. ახლახან ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი, დაბნელების დერეფანი დასრულდა და კვლავ იპოვით მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ. გაატარეთ ეს დღე მშვიდად და არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები.

    31 ოქტომბერი

    ეს დღე მიგახვედრებთ, რომ უკვე დროა, საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც მოძველებულია, განვითარება აღარ უწერია და აღარც ბედნიერებას განიჭებთ. გადახედეთ ურთიერთობებს, რეალურად შეაფასეთ ადამიანების ქცევა და თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყეთ.

    1 ნოემბერი

    ასტროლოგების თქმით, ამ დღეს შესაძლოა, კომუნიკაცია გაგირთულდეთ და სხვა ადამიანების მიერ, თუნდაც კეთილი განზრახვით ნათქვამი სიტყვები, უარყოფითად აღიქვათ და განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოიდგინოთ. ამიტომაც, კარგად დააკვირდით თქვენ მიერ ნათქვამ სიტყვებსაც და სხვებთან კომუნიკაციასაც. შესაძლოა, ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ ძალით ვართულებთ.

    2 ნოემბერი

    ამ დღეს თქვენი შრომის, ერთგულებისა და თავდადების გამო სამყაროსაგან პატარა საჩუქარს მიიღებთ, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მოგცემთ და სამომავლო წარმატებისთვის მოგამზადებთ. მოულოდნელი ჯილდო, აღიარება, შექება გელით, რაც დადებით განწყობას შეგიქმნით და თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ.

    3 ნოემბერი

    შეეცადეთ, ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში არსებულ ბედნიერ მომენტებზე, ყველა გამართლებასა და იღბალზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და სამყაროს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადოთ. იმის დაფასება, რაც გაქვთ, კიდევ უფრო მეტ იღბალსა და წარმატებას მოგიტანთ.

    4 ნოემბერი

    ეს დღე დიდი შესყიდვებისა და შენაძენისთვის ყველაზე ხელსაყრელია. ამიტომაც, თუკი დიდი ხანია, რაიმეს შეძენას გეგმავთ, ეს შანსი გამოიყენეთ.

    5 ნოემბერი

    ხანდახან, ყოველდღიურ რუტინასა და უამრავ პასუხისმგებლობას შორის, ჩვენი თავი გვავიწყდება. ამიტომ, ამ დღეს მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მადლობა გადავუხადოთ გამძლეობისთვის, მონდომებისთვის, გამარჯვებებისა და მარცხისთვისაც, რადგანაც თითოეულმა შეცდომამ, ალბათ, გაგვაძლიერა და რაღაცები გვასწავლა. დარჩით საკუთარ თავთან მარტო, დასახეთ სამომავლო გეგმები და იფიქრეთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება განხორციელება დაიწყოთ.