სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სექსუალურად არარეალიზებული ადამიანი, კაცი იქნება თუ ქალი, ბევრ პრობლემას ბადებს. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება...“ - სექსოლოგი რჩევები

    "სექსუალურად არარეალიზებული ადამიანი, კაცი იქნება თუ ქალი, ბევრ პრობლემას ბადებს. ეს ჯანმრთელობაზეც აისახება...“ - სექსოლოგი რჩევები
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:


    სექსოლოგი ანდრო კანდელაკი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა გავლენა აქვს სექსუალურ ჯანმრთელობას ადამიანის ორგანიზმზე:

    - სექსუალურად არარეალიზებული ადამიანი, მამაკაცი იქნება ეს, თუ ქალბატონი, ძალიან ბევრ პრობლემას ბადებს. ეს ზოგად ჯანმრთელობაზეც აისახება. არსებობს ფსიქოლოგიური ფაქტორები. გამოხატულია აგრესიულობა, შფოთვა, დეპრესია. სექსუალურ ჯანმრთელობას გამოცოცხლება, სტიმულაცია სჭირდება, ეს ყველაფერი კი განათლებას, ინფორმირებულობასა და სექსუალურ კულტურას მოაქვს. ადამიანის სექსუალური რეაგირების უნარი ბიოლოგიური ფაქტორებით შეკრული კარკასია, რომელიც სხვადასხვა ფორმას პერსონალური, ინტერპერსონალური და კულტურული ფაქტორების ინტერაქციით იძენს. ამიტომ, საით გადაიხრება ეს ინტერაქცია, მაშინ ვიღებთ თავისებურებებს. ეს პათოლოგია არ არის. პათოლოგიის ძველი ცნება ძალიან შეიზღუდა. პრაქტიკულად, ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ფსიქიატრიულ კლინიკაში ჰყავდათ. ეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო. ამიტომ, ეს კომპონენტი - სექსუალური ჯანმრთელობის აბსოლუტურად აისახება ოჯახურ ურთიერთობებში, ბავშვების აღზრდაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში. სექსუალურად არარეალიზებული ქალი ბავშვთან მიმართებაშიც პრობლემურია და ის ბავშვიც მომავალში პრობლემური იზრდება. ამ კუთხით, ბევრი ახალი ხედვაა. ყველაფერი მაინც სექსუალურ განათლებამდე მიდის.