სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი

    "ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი
    18:15 / 28-10-2023
    "ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი
    სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმირს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში ბი­უს­ტი და­უდ­გეს.

    მისი ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად სო­ფელ ქვე­მო ალ­ვა­ნის ცენ­ტრში დი­ლი­დან ტრა­დი­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს - იმარ­თე­ბა დოღი, და­ლა­ო­ბა და თუ­შუ­რი რეწ­ვის გა­მო­ფე­ნა.

    ბი­უს­ტის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით და და­ფი­ნან­სე­ბით გა­იხ­სნა.

    ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ეს­წრნენ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი - მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი, ასე­ვე თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

    "ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ აქ ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და. ეს ჩემ­თვის სტი­მუ­ლია. ამ­დე­ნი ხანი გა­ვი­და და კი­დევ ახ­სოვს ხალ­ხს მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლი, ვა­მა­ყობ" - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ვაჟ­მა.

    "ამდენი ხანი გავიდა და კიდევ ახსოვს ხალხს მამაჩემის სახელი, ვამაყობ" - გიორგი ანწუხელიძის ვაჟი



    მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტრა­დი­ცი­ად არის ქცე­უ­ლი და 2010 წლი­დან ყო­ვე­ლი წლის ოქ­ტომ­ბრის მი­წუ­რულს ქვე­მო ალ­ვან­ში იმარ­თე­ბა.

    სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, მე-4 ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის უმ­ცრო­სი სერ­ჟან­ტი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ცხინ­ვალ­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს. ან­წუ­ხე­ლი­ძის ცხე­და­რი ცხინ­ვა­ლი­დან 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში გად­მო­ას­ვე­ნეს. მისი წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი კი ინ­ტერ­ნეტ­ში 2009 წელს გავ­რცელ­და. სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა.