სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მშვიდობით, ბობი! - უხუცესი ძაღლის ამბავი, რომელიც 8 წლის ბიჭმა გადაარჩინა და შეიფარა

    მშვიდობით, ბობი! - უხუცესი ძაღლის ამბავი, რომელიც 8 წლის ბიჭმა გადაარჩინა და შეიფარა
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსოფლიოში უხუცესი ძაღლი, ბობი გარდაიცვალა. ოთხფეხა მეგობარი 31 წლის იყო.

    ბობი დაიბადა და გაიზარდა პორტუგალიაში, ლეირის პროვინციაში და გადაურჩა სიკვდილს ბეწვის ფერის წყალობით, რამაც ხელი შეუწყო მის ტყესთან შერწყმას, ხოლო დანარჩენი ლეკვები (მისი და-ძმები) ლეონელ კოსტას ოჯახს გადასცეს, რომლებმაც ისინი ვერ შეინარჩუნეს და, როგორც ცნობილია, შემდეგ დახოცეს.

    პატარა ლეონელი იმ დროს 8 წლის იყო და მან აღმოაჩინა ბობი სოფლად, თავისი სახლის მახლობლად, ტყეში, რადგან ბობის დედა ხშირად მიდიოდა იქ.

    თავად ლეონელ კოსტამ პორტუგალიურ მედიას აცნობა ძაღლის გარდაცვალების შესახებ, რომელმაც ამ წლის 11 მაისს 31 წლის იუბილე აღნიშნა, ასობით სტუმრის გარემოცვაში მთელი მსოფლიოდან.

    მშვიდობით, ბობი! - უხუცესი ძაღლის ამბავი, რომელიც 8 წლის ბიჭმა გადაარჩინა და შეიფარა