სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის რჩეულზე

    „იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის რჩეულზე
    6 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ნინი შერმადინი ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის საფრანგეთში, წითელ ხალიჩაზე გამოჩენას ასე ეხმაურება:

    „მგონი, ყველას ძალიან მოგწონთ ეს ულამაზესი წყვილი და იმიტომ გიჟდებით ასე... ნიცა სასწაული სილამაზის და შარმის მქონე გოგოა და ვაღიაროთ, რომ თან ძალიან ეფექტური. ხვიჩა კიდე ჩემთვის მესიცაა, რონალდოც, მარადონაც და პელეც! გმადლობთ, ნახვამდის. თფუ თფუ თფუ, თვალი არ გეცეთ.

    პ.ს ეცადეთ გულით გაგიხარდეთ სხვისი წარმატება და ბედნიერება, იქნებ ერთ დღეს თქვენთანაც მოვიდეს“,- წერს პოსტში ნინი შერმადინი.