სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როგორც კი გამოხვალ ციხიდან მე აქედან გავრბივარ, რადგან.." - გაბუნია გვარამიასადმი გაგზავნილ წერილს ასაჯროებს

    "როგორც კი გამოხვალ ციხიდან მე აქედან გავრბივარ, რადგან.." - გაბუნია გვარამიასადმი გაგზავნილ წერილს ასაჯროებს
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი გაბუნია ასაჯაროვებს წერილს, რომელიც მან ნიკა გვარამიას მისწერა ციხეში.

    წერილში აღნიშნულია, რომ "მთავარი არხის" ამჟამინდელი დირექტორობა ნამდვილი ჯოჯოხეთია მისთვის და გვარამია, რომ გამოვა ციხიდან ის აუცილებლად წავა საქართველოდან ნებისმიერი მიმართულებით, გარდა მოსკოვისა.

    "ვერც კი წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთში ვარ, ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ დროებით ვარ აქ, ნიკასაც მივწერე – "შენ რომ გამოხვალ, მე ვერ მნახავთქო. როგორც კი იტყვიან, გვარამია გამოდის, მე ეგრევე მივდივარ აეროპორტში ნებისმიერი მიმართულებით, მოსკოვის გარდა", – ამბობს გიორგი გაბუნია და აღნიშნავს, რომ შეეძლო უარი ეთქვა აღნიშნულ თანამდებობაზე.

    "შემეძლო არ შემეტენა ეს თანამდებობა, იმიტომ, რომ ვერავინ მომთხოვდა ეს ყველაფერი მაინცდამაინც შენ უნდა გააკეთოო, თავისუფლად შემეძლო მეთქვა – არა, არ მინდა, არ მიღირს. არც დამფუძნებელი ვარ ამ ტელევიზიის ოფიციალურად და ვალდებულები თანამდებობრივად არ მაქვს, ისეთ მძიმე პრობლემები დამხვდა, შემეძლო თავი ამერიდებინა", - თქვა გიორგი გაბუნია.