"საერთოდ არ ვარ კმაყოფილი: კვარაცხელია მე-17ზე და ოსიმენი მე-8ზე ძალიან უსამართლოა, ძალიან. კვარაცხელია ათეულში ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, არ უნდა ამას ბევრი გნიასი." - აი რა კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიან "ოქროს ბურთის" დაჯილდოების შემდეგ, რომელზეც ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კავარცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად კარიერის მანძილზე პირველად იყო.
კვარა სხვა 19 ფეხბურთელთან ერთად მოხვდა სიაში და გავიდა 17 ადგილზე, რაც, როგორც ჩანს, გვარამიასთვის უსამართლო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.