სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინს ძეგლი დაუდგეს

    ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინს ძეგლი დაუდგეს
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მისი სახელობის ქუჩის შემდეგ, ძეგლიც დაუდგეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

    ტელეგრამ-არხ Baeston-ის ინფორმაციის მიხედვით, პუტინის ბრინჯაოს ძეგლის გახსნის ინიციატორია რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი. სკულპტურა მის მშობლიურ სოფელ წორბისში დადგეს.

    ტელეგრამ-არხის თანახმად, თედეევმა წორბისში, ძეგლთან შეკრებილ „ახალგაზრდებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან უამბო ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინისა და 2008 წლის მოვლენების შესახებ".

    ფოტოების მიხედვით, „ბრინჯაოს პუტინი" ძიუდოისტის კიმონოთია შემოსილი. რუსეთის პრეზიდენტს ძიუდოში სპორტის ოსტატის წოდება აქვს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა.