სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მოსაკლავი ვიყავი, მაგრამ დამინდო, ისე გამარტყა, რომ მახსენდება ახლაც მტკივა" - გიორგი ყიფშიძე

    "მოსაკლავი ვიყავი, მაგრამ დამინდო, ისე გამარტყა, რომ მახსენდება ახლაც მტკივა" - გიორგი ყიფშიძე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი ყიფშიძეს ჟურნალ "თბილისელებთან" საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა.

    გთავაზობთ მისი ინტერვიუდან მცირე ამონარიდს:

    ძალიან ცელქი და ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი. ამის გამო ხშირად ვეხვეოდი შარში და სულ თავგადასავლებში ვიყავი. ხშირად მოდიოდნენ ჩვენს სახლში სტუმრები, იშლებოდა სუფრები... შევძვრებოდი მაგიდის ქვეშ, ფეხსაცმელების თვალიერება მიყვარდა, იქ ჩემი სამყარო მქონდა...

    – წარმომიდგენია, შენი თავგასულობის, ფათერაკების და ოინების გამო როგორ გსჯიდნენ.

    – მსჯიდნენ, მაგრამ არ მცემდნენ, უბრალოდ, მეჩხუბებოდნენ. ალბათ, მაინც მინდობდნენ გვარის გამგრძელებელს (იცინის). თუმცა, ერთადერთხელ, მამაჩემმა, ზურამ, სახეში ისე გამარტყა სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა.

    – ასეთი რა დააშავე, რომ წყობიდან გამოიყვანე?

    – წყობიდან გამოვიყვანე კი არა, მოსაკლავი ვიყავი, მაგრამ დამინდო. მეც ბიჭების მამა ვარ და ღმერთმა დამიფაროს იგივე გავიგო, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამ. მოკლედ, სკოლის დროს ცუდი პერიოდი მქონდა და ხშირად მიწევდა მეგობრებთან ერთად ქურდებთან ასვლა, საქმის გარჩევა. ეს ყველაფერი მაშინ მუშაობდა. კლასელთან ვიჩხუბე, შემაგინა, შევაგინე, გავიწიეთ, გამოვიწიეთ და თან ვემუქრებოდი – ამას გიზამ, იმას გიზამ-მეთქი. მერე, უბანში მომთხოვეს: რომ იქადნებოდი ამას გიზამ, იმას გიზამ, ხომ არ უნდა შეირჩინო, გელოდებით, როდის იზამო. ერთი სიტყვით, რახან ვთქვი, სიტყვა შევასრულე, სისულელე ჩავიდინე და მომიწია იმ ბიჭის დაჭრა. თან, იმ მომენტში ვფიქრობდი, როგორ დავჭრა ისე, რომ არ მოკვდეს-მეთქი. ბოლოს ხელში დავჭერი და გავიქეცი. რამდენიმე დღეში მე, დედა და მამა მივდიოდით სტუმრად, ზურამ კარი გამოაღო და დახვდა ორი მოტირალი ქალი, ანუ იმ დაჭრილი ბიჭის დედა და ბებია. შემოვიდნენ სახლში და ზურას უთხრეს: თქვენმა შვილმა, ჩვენი ბიჭი დაჭრაო. არასოდეს დამავიწყდება ზურას სახე. აიჭრა, გაფითრდა, გაოგნდა... მომიტრიალდა და ისე მგლიჯა სახეში, გადავფრინდი.