სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება, მგონია, რომ ბენი ჩემს ჯიბრზე სუნთქავს” - ნუკი კოშკელიშვილი

    „ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება, მგონია, რომ ბენი ჩემს ჯიბრზე სუნთქავს” - ნუკი კოშკელიშვილი
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნუკი კოშკწლიშვილი და მისი მეუღლე, ბენი მეორე ბავშვს ელოდებიან.

    ნუკიმ ეს ამბავი სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინა გამომწერებს და თან ვიდეოც გამოაქვეყნა:

    „ფეხმძიმობა არ ნიშნავს, ავადმყოფობას, ვაგრძელებ, ვარჯიშს და ვაპირებ, ორსულობისას ჩავდგე ფორმაში. კვლავ ვუბრუნდები იმ თემას, რომ შენი თავი უნდა მოგწონდეს ისეთი, როგორიც ხარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზედმეტი წონა უნდა გქონდეს, რომელიც მობილობაში ხელს გიშლის, ფეხმძიმობის პერიოდში ძალიან კარგია იოგა. დავამატე სიმძიმეების აწევა.

    ჩვენ ხომ პოსტ საბჭოთა ბავშვები ვართ. მე ყოველთვის მახსოვდა, რომ ამბობდნენ, ფეხმძიმობისას მძიმე არ უნდა ასწიო. თურმე სიმძიმეების აწევა ვარჯიშის სახით ყოფილა ყველაზე კარგი, იმიტომ რომ კუნთი მაგრდება. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, ეს სხვა თემაა“, – ამბობს ნუკი და დასძენს, რომ პირველი ორსულობისგან აბსოლუტურად განსხვავდება მისი მეორე ფეხმძიმობა.

    „ჩემი ქმრის მოკვლა მჭირდება, მგონია, რომ ბენი ჩემს ჯიბრზე სუნთქავს, ვერ ვუყურებ ისე მაღიზიანებს. თუკი თქვენც გქონიათ მსგავსი პრობლემა, მომწერეთ“. – ამბობს ნუკი.