სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გეშინოდეთ ქალებო სიცხის - რატომაა ქალებისთვის უფრო მომაკვდინებელი სიცხე ვიდრე კაცებისთვის

    გეშინოდეთ ქალებო სიცხის - რატომაა ქალებისთვის უფრო მომაკვდინებელი სიცხე ვიდრე კაცებისთვის
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური გამოცემა THE GUARDIN საინტერესო კვლევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

    ნიდერლანდელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ექსტრემალური სიცხის მიმართ ქალები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე კაცები. მათივე თქმით, სიცხის ტალღების დროს ქალების გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია.

    ექსპერტები ამას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის და ოფლის გამოყოფის განსხვავებულ ინტენსივობას უკავშირებენ.

    "გულ-სისხლძარღვთა დატვირთვა ქალებში უფრო მაღალია, რაც სიცხეში სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკს განაპირობებს", - - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ჰაინ დაანენი.