სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „მოდაში ქართველები არ არიან. სისტემისთვის მოხეტიალე უცხოელი ვიყავი“- დემნას განცხადება

    „მოდაში ქართველები არ არიან. სისტემისთვის მოხეტიალე უცხოელი ვიყავი“- დემნას განცხადება
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფეისბუქგვერდი „დემნა დეილი" დიზაინერის ინტერვიუებიდან სხვადასხვა ამონარიდებს ავრცელებს.
    "მოდა კრეატიული ინდუსტრიაა, მაგრამ ბიზნესია და ბიზნესი ფულზე დგას. ბევრი ნიჭიერი დიზაინერი იკარგება, რადგან ამის გააზრება უჭირთ."
    "მოდა ერთ-ერთი ყველაზე ქსენოფობიური სფეროა. მთელი ჩემი კარიერა ამასთან გამკლავება მიწევდა. არ გენდობიან, თუ იტალიელი ან ფრანგი არ ხარ."

    „მოდაში ქართველები არ არიან. სისტემისთვის მოხეტიალე უცხოელი ვიყავი. ვიბრძოლე და საპასუხოდ ბევრი დარტყმაც მივიღე. ახლა მიღებული ვარ, თითქოს არაფერი მომხდარა."
    „მე მძულს ჩარჩოები, იარლიყები. ვერ ვიტან, როცა იარლიყებს მაკრავენ და ჩარჩოებში მაქცევენ. მოდას ყველაფერზე მეტად ჩარჩოები და იარლიყები უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, ქუჩის მოდა, მაღალი მოდა, კარგი, ცუდი, პოპულარული, ხმაურიანი - ყველაფერი ერთი და იგივეა, ვის ადარდებს."- ამბობს დემნა გვასალია