სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეოთამაშის გამო დაწყებული უთანხმოება, სასტიკი მკვლელობით დასრულდა

    ვიდეოთამაშის გამო დაწყებული უთანხმოება, სასტიკი მკვლელობით დასრულდა
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2007 წელს მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტი ტრაგიკულად დასრულდა. ისტორიის მსხვერპლი 12 წლის გაბრიელ კუნია, რომელიც 16 წლის დანიელ პეტრიმ თამაშის გამო სასტიკად გაიმეტა.

    მეზობელი ბიჭები პოპულარულ ვიდეოთამაშს ხშირად თამაშობდნენ, რამაც ისინი უფრო დააახლოვა. მათ განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ - დანიელი უფრო მომხიბვლელი და სოციალური იყო, გაბრიელი კი მორცხვი და ჩაკეტილი, თუმცა, საერთო ინტერესების გამო ისინი მაინც მეგობრობდნენ. მოგვიანებით, სამედიცინო კვლევებმა დაადასტურა, რომ დანიელ პეტრი ფსიქიკურად არასტაბილური გახლდათ და ფეთქებადი ხასიათიც ჰქონდა.

    დანიელი, გაბრიელის მსგავსად კარგი მოთამაშე იყო და ხშირად აგროვებდა ციფრულ მონეტებს. უფრო მეტიც, პეტრი ციფრულ ვალუტას მის სხვა ნაცნობებსაც ასესხებდა ხოლმე. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მან გაბრიელს 10 000 მონეტა ასესხა. კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც გაბრიელმა შეთანხმების პირობა დაარღვია და მეგობარს მონეტები უკან არ დაუბრუნა. მომხდარის გამო განრისხებულმა პეტრიმ კუნის მოკვლა განიზრახა.

    გაბრაზებულმა პეტრიმ ქალაქგარეთ მყოფ დედას ნოვა ტრენროს დაურეკა და ჩამოსვლის დრო ჰკითხა. მოგვიანებით კი კუნის სახლში წავიდა.

    ადგილზე მისული სტუმარი გაბრიელმა თავაზიანად მიიღო და სახლშიც შეიპატიჟა. შესვლისთანავე დანიელმა კარი ჩაკეტა, მეგობარს თავს დაესხა და მისი ცემა დაიწყო.

    ძალადობამ კუნი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც ბავშვმა თავდაცვა ვერ მოახერხა. გაბრაზებული დანიელი ცემას არ დასჯერდა და მსხვერპლს სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა. დასუსტებულმა გაბრიელმა მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ მომხდარის შესახებ დედას აუცილებლად მოუყვებოდა.

    კუნის ნათქვამმა დანიელი კიდევ უფრო განარისხა, რის გამოც მან მსხვერპლის გასაჩუმებლად რადიკალური ზომის მიღება გადაწყვიტა. ბიჭმა ელექტრო კაბელები აიღო და მსხვერპლს შემოახვია და იქამდე უჭერდა, სანამ გონს დაკარგავდა.

    გაბრაზებული დანიელი აქაც არ გაჩერდა და უგონოდ მყოფი გაბრიელის დაჭრა დაიწყო, რა დროსაც წარმოუდგენელი მოხდა: კუნს გამოეღვიძა, აგონიაში ჩავარდა და ყვირილი დაიწყო, რამაც პეტრი უფრო გაამხიარულა. მან ჯერ კიდევ ცოცხალ ბიჭს ხელ-ფეხი მოაჭრა და საბოლოოდ ის მოკლა.

    დანიელმა ბიჭის სხეულზე ვიდეოთამაშის სიმბოლოები ამოკვეთა, გვამი სადარბაზოში დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    რამდენიმე საათის შემდეგ, სახლში მისულმა გაბრიელის ძმამ მისი თავმოკვეთილი სხეული აღმოაჩინა.

    მკვლელობის ბრალდებით დანიელი მალევე დააკავეს. პეტრიმ უყოყმანოდ აღიარა დანაშაული და პოლიციას ყველაფერი მოუყვა. მკვლელი ამტკიცებდა, რომ კუნი თაღლითი გახლდათ, რომელმაც ის მოატყუა.

    "გაბრიელმა მომატყუა და მე ყველაფრისთვის ვაზღვევინებ. როგორც ამბობდა, არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი. თვითონ ჯოჯოხეთშია. მე იქაც ვიპოვი და სამაგიეროს გადავუხდი" - ამბობდა დანიელი.

    ამბავმა ბრაზილია მოიცვა და ეროვნული ყურადღება მიიპყრო. მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ სამართლიანობა აღსრულდებოდა და მკვლელი სამუდამოდ გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა ან სიკვდილით დაისჯებოდა, მაგრამ მოვლენები უცნაურად განვითარდა: არასრულწლოვანების გამო, მოსამართლემ მას არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში მხოლოდ სამი წლის გატარება მიუსაჯა.

    2010 წელს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დანიელი გაუჩინარდა. მისი ამჟამინდელი ვინაობისა და ადგილმდებარეობის შესახებ კი საზოგადოებაში არაერთი თეორია გაჩნდა.

    ზოგიერთი ადამიანის აზრით, შესაძლოა პეტრი დანაშაულის გრძნობამ მოიცვა და მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სხვები ვარაუდობენ, რომ მან სახელი და გვარი შეიცვალა და ახალი იდენტობით ღირსეულ ცხოვრებას ეწევა. უამრავი ადამიანი იმასაც ამტკიცებს, რომ პეტრიმ ბრაზილია დატოვა, თუმცა, მისი ამჟამინდელი ცხოვრების დეტალები საიდუმლოდ რჩება.

    წყარო: პრაიმტაიმი