სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პირველი ნაბიჯი გადადგმულია!" - სებასტიან ალემ მკურნალობა დაიწყო

    "პირველი ნაბიჯი გადადგმულია!" - სებასტიან ალემ მკურნალობა დაიწყო
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "დორტმუნდის" ფორვარდმა სებასტიან ალემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას პირველი ოპერაცია გაუკეთეს.

    "გამარჯობა ყველას! მინდა გაცნობოთ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია! მადლობა "დორტმუნდს" და ექიმებს, რომლებიც მკურნალობენ.

    ასევე მადლობას ვუხდი საავადმყოფოს ყველა პერსონალს მხარდაჭერისა და სიკეთისთვის“, - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
    როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 28 წლის თავდამსხმელს ონკოლოგიური დაავადება - სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. 

    "ბორუსიამ" ალე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "აიაქსიდან" თავისთვის სარეკორდო, 35 მილიონად შეიძინა და 2026 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.