სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბათუმში არავინ ელის მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელის დამატებას"- პირატების განცხადება

    "ბათუმში არავინ ელის მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელის დამატებას"- პირატების განცხადება
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებს:

    "გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის. ასევე გუშნდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

    ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, გორის "დილას" ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონთა რიგებში იასპარეზებს. ბათუმელი გულშემატკივრების განცხადება სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.