სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია..“- ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ორსულადაა

    “ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია..“- ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ორსულადაა
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს.

    მან საზოგადოებას ცოტა ხნის წინ ამცნო რომ
    ორსულადაა.

    მისთვის ეს მეორე შვილი იქნება.

    "ეს პატარა დიდი ხნის ნანატრი ბავშვია.

    დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ"

    "ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია, რჩევები და ვარჯიშები შევაგროვე ამ თვეების მანძილზე, რომელიც მეხმარება კარგად ყოფნაში და თქვენც სიამოვნებით გაგიზიარებთ" - წერს ქეთი. მან ისიც აღნიშნა, რომ უკვე ორსულობის მეხუთე თვეშია, ბავშვი სქესიც გაიგეს, თუმცა გამხელას ჯერ არ აპირებენ: