სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მყავდა ბევრი ფულიანი საყვარელიც, ფულიანი მეგობრებიც, მაგრამ ამას არ გავუგიჟებივარ, მთავარი ეს იყო...“- მასხულია ახალ ცხოვრებაზე

    "მყავდა ბევრი ფულიანი საყვარელიც, ფულიანი მეგობრებიც, მაგრამ ამას არ გავუგიჟებივარ, მთავარი ეს იყო...“- მასხულია ახალ ცხოვრებაზე
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დიზაინერი გიორგი მასხულია საცხოვრებლად ბელგიაში, ბრიუსელში გადავიდა და ახალ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. პირად ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებზე ის „თბილისელებთან“ საუბრობს.

    გამოიყურებოდე განსხვავებულად, ეს შენი, როგორც არტისტის, თვითგამოხატვის ფორმაა, მაგრამ ნეგატიური გამოხმაურება, ჭორები ორიენტაციაზე და ასე შემდეგ, რაც ამას მოჰყვება, არ არის რთულად შესაგუებელი?

    – ამ სფეროში რომ შემოვდიოდი, ამაზე უკვე ვფიქრობდი და 15 წლისამ საკუთარ თავში დიდი ტრანსფორმაცია მოვახდინე. ჩემს თავს ვამზადებდი ამ ყველაფრისთვის. გული იმაზე მწყდება, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა და უფრო ამიტომაც წამოვედი. უკვე ძალიან დაიძაბა მდგომარეობა. ბოლო პერიოდში კი უკვე ვეღარ ვგრძნობდი თავს დაცულად. არ მინდა, ვიღაც ჯონდიმ მომკლას და 27 წლის ასაკში დავასრულო სიცოცხლე.

    ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი დედაჩემია. ის ჟურნალისტი და მწერალია. დედა ძალიან კარგი ადამიანია და ის არაფერს მაგრძნობინებდა, მაგრამ მე ხომ ვხედავდი, რომ უკვე ისიც დაიღალა ამ სკანდალებით. განიცდის ამ ყველაფერს. უფრო ამიტომაც გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. იმედია, დროსთან ერთად, მდგომარეობაც ცოტა დამშვიდდება და დაწყნარდება. გარემო შეიცვლება, ადამიანები შეიცვლებიან. რეალურად ცოტა ხანია, რაც გადმოვედი აქ, მაგრამ უკვე ძალიან მენატრება თბილისი და საქართველო და რა თქმა უნდა, მინდა დაბრუნება.

    ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ჩაცმა გიყვარს, ბევრს მოგზაურობ და ასე შემდეგ, ხშირად მესმის ჭორები შენს ფულიან საყვარლებზე. რა ხდება რეალურად?

    – იყვნენ ფულიანი საყვარლები, თუმცა ცოტა გავუშვი. ახლა ნაკლებად არიან ჩემ ირგვლივ (იცინის). მე ვფიქრობ, რომ რაც საკუთარ თავში არ მოგწონს, უნდა გამოასწორო, რამის გაკეთება თუ გჭირდება, უნდა გაიკეთო, საკუთარი თავს ფუთავ, ბრენდავ იმისთვის, რომ მერე რეალიზება გაუკეთო. მყავდა ბევრი ფულიანი საყვარელიც, ფულიანი მეგობრებიც, მაგრამ მე ამას არ გავუგიჟებივარ, არ შევუცვლივარ და მეგობრობა და ადამიანობა არ დამვიწყებია.