სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

    12 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხა­შუ­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ 12 წლის არას­რულ­წლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

    სხდო­მა ხა­შუ­რის სა­სა­მარ­თლო­ში და­ხუ­რულად ჩა­ტარ­და, რად­გან საქ­მე­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რი­რებს.

    ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 ნო­ემ­ბერს, ბრალ­დე­ბულ­მა ცო­ლად შერ­თვის მიზ­ნით სახ­ლში 12 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი მი­იყ­ვა­ნა, რო­მელ­თა­ნაც სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა.

    სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 5 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სრულ­წლოვ­ნის მიერ სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თექ­ვსმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან) წა­რედ­გი­ნა.