სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვთავაზობ "ნაცმოძრაობას", შევქმნათ მანიფესტი - თუ ვინმე არ მოისურვებს შეთანხმებაზე ხელის მოწერას…”- სააკაშვილი

    "ვთავაზობ "ნაცმოძრაობას", შევქმნათ მანიფესტი - თუ ვინმე არ მოისურვებს შეთანხმებაზე ხელის მოწერას…”- სააკაშვილი
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს ექს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს 23 ნო­ემ­ბრამ­დე - „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის“ მე­ო­ცე წლის­თა­ვამ­დე მა­ნი­ფეს­ტის შექ­მნას და ხელ­მო­წე­რას სთა­ვა­ზობს.

    სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­მავ­ლის ხედ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­საზ­რე­ბას ავრცელებს და აცხა­დებს, რომ მა­ნი­ფეს­ტი ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კითხს უნდა მო­ი­ცავ­დეს, რო­მელ­საც ერ­თობ­ლი­ვად უნდა მო­ე­წე­როს ხელი და თუ რომელიმე არ მო­ი­სურ­ვებს შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­ყე­ნებს თავს პარ­ტი­ის გა­რეთ და „სხვა გზით მო­უხ­დე­ბა წას­ვლა“.

    სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ მა­ნი­ფესტს „ ერ­თი­ა­ნო­ბის და გა­ნახ­ლე­ბის უნა­რის“ პრე­ზენ­ტა­ციდ გა­ნი­ხი­ლავს.


    “რო­გორც დაგ­პირ­დით, ვი­წყებ ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მო­მავ­ლის ხედ­ვებ­ზე.

    ამ დღე­ებ­ში ბევ­რი კა­მა­თია პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე. მათ შო­რის, ბევ­რი კი­თხვა ის­მე­ბა ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

    მე არ მაქვს პრობ­ლე­მე­ბი კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­თან, მაგ­რამ ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ცალ­კე­ულ მიდ­გო­მებს. მე ვარ შიდა პარ­ტი­უ­ლი დე­ბა­ტე­ბის მომ­ხრე, რაც ყო­ველ­თვის იყო “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ძლი­ე­რი მხა­რე.

    დე­ბა­ტე­ბი საქ­მე­ზე არის ის, რაც აცო­ცხლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც დე­ბა­ტე­ბის შე­დე­გად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, მისი რე­ვი­ზი­ის მცდე­ლო­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

    ამი­ტომ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ გა­ვი­ზი­ა­რებ ზო­გი­ერთ მო­საზ­რე­ბას ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის და პო­ლიტ­საბ­ჭოს ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

    ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რად აირჩნენ ფარ­თო­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად და ამ თე­მა­ზე ამ­დე­ნი ხანი კა­მა­თი გვა­კარ­გვი­ნებს მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას და ეს მხო­ლოდ ოლი­გარ­ქის ინ­ტე­რე­სებ­შია.

    ახლა ჩვენ, არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორც არას­დროს გვჭირ­დე­ბა კონ­ცენ­ტრა­ცია საქ­მე­ზე და არა პი­რად ამ­ბი­ცი­ებ­ზე და წყე­ნა­ზე.

    ევ­რო­პა უკ­რა­ი­ნის გმი­რო­ბის და ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე გვაძ­ლევს შანსს, მაგ­რამ ეს არ ცვლის იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ქვე­ყა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პე­ლებ­მა კარ­გად იცი­ან, რომ ჩვენ ხალ­ხს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი ეკუთ­ვნის, მათ მა­ინც უჭირთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ამ სტა­ტუს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

    ამი­ტომ, და­ნარ­ჩე­ნი უკვე ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

    ჩვენ ხალ­ხთან ერ­თად უნდა შე­ვი­მუ­შა­ვოთ კონ­ცეფ­ცია, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ ოლი­გარ­ქის მარ­წუ­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და შემ­დეგ რო­გო­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბას შევ­ძლებთ.

    მე ვთა­ვა­ზობ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ყვე­ლა წევ­რს და მხარ­დამ­ჭერს 23 ნო­ემ­ბრამ­დე, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მე-20 წლის­თა­ვამ­დე, ერ­თად შევ­ქმნათ მა­ნი­ფეს­ტი ამ სა­კი­თხებ­ზე. შემ­დეგ, 23-ში, ამ მა­ნი­ფესტს, სა­დაც იქ­ნე­ბა შე­სუ­ლი ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხი, ერ­თობ­ლი­ვად მო­ვა­წე­როთ ხელი.

    მა­ნი­ფეს­ტი უნდა შე­ი­ცავ­დეს ასე­ვე პარ­ტი­უ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის შე­თან­ხმე­ბას. თუკი ვინ­მე არ მო­ი­სურ­ვებს ამ შე­თან­ხმე­ბა­ზე ხე­ლის მო­წე­რას, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ი­ყე­ნებს თავს პარ­ტი­ის გა­რეთ და სხვა გზით მო­უხ­დე­ბა წას­ვლა. ჩვენ კი შევ­ძლებთ მო­მა­ვალ­ზე სრუ­ლად კონ­ცენ­ტრი­რე­ბას.

    ეს მა­ნი­ფეს­ტი უნდა იყოს ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბის და გა­ნახ­ლე­ბის უნა­რის პრე­ზენ­ტა­ცია”, - აცხადებს მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.