სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბერი ილია კავსაძის მონათხრობი შვილზე, რომელმაც სიყვარულის გამო არქიმანდრიტობა მიატოვა და ოჯახი შექმნა

    ბერი ილია კავსაძის მონათხრობი შვილზე, რომელმაც სიყვარულის გამო არქიმანდრიტობა მიატოვა და ოჯახი შექმნა
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეკ­ლე­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლად ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი გზა აქვს. სვე­ტი­ცხოვ­ლის ტაძ­რის არ­ქი­მან­დრიტ­მა, მამა ილია კავ­სა­ძემ (ერო­ბა­ში სან­დრო კავ­სა­ძემ) მთე­ლი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე სამ­სა­ხურ­ში გა­ა­ტა­რა. იყო საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი, ეკა­ვა სხვა­დას­ხვა პარ­ტი­უ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა - რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი, ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი, მთა­ვა­რი სა­ხელ­მწი­ფო არ­ბიტ­რი, ვიცე-პრე­მი­ე­რი. შექ­მნა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტი, მუ­შა­ობ­და გა­ე­რო­ში.

    2010 წელს კი ბე­რად აღიკ­ვე­ცა. ტა­ძარ­ში სიყ­ვა­რულ­მა მი­იყ­ვა­ნა.

    ამ და მისი ცხოვ­რე­ბის არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზოდ­ზე გუ­ლახ­დი­ლად გა­და­ცე­მა­ში "მოდი, ვი­ლა­პა­რა­კოთ ია ფა­რუ­ლა­ვას­თან“ ისა­უბ­რა. ინ­ტერ­ვიუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი აღ­სა­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა. აი, რას ამ­ბობს ია ფა­რუ­ლა­ვა Ambebi.ge-სთან ამ გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ:


    "აქ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ის­ტო­რი­ე­ბით... მათ შო­რის, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი, ასე­ვე ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი, ან ისე­თი ხალ­ხი, ვი­საც მხო­ლოდ ერთი კუ­თხით ვიც­ნობთ და მათი ცხოვ­რე­ბის სხვა ას­პექ­ტებ­ზე არა­ფე­რი ვი­ცით. ეს არის ერთი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გზა...

    პირ­ველ­მა გა­და­ცე­მამ მარ­თლა შოკი გა­მო­იწ­ვია. სტუმ­რად გყავ­დათ შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, სან­დრო კავ­სა­ძე აწ უკვე ბერი მამა ილია კავ­სა­ძე. კი, მან აღ­სა­რე­ბა ჩა­მა­ბა­რა... ეს გა­და­ცე­მა­ში ვთქვი კი­დეც და მსგავ­სი აზრი სტუ­დი­ა­ში მყოფ მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­უჩ­ნდა.



    რო­დე­საც ვუს­მენ­დი, სულ იმას ვფიქ­რობ­დი, ნუთუ ეს ადა­მი­ა­ნი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყო, გე­ნე­რა­ლი, უსაფრ­თხო­ე­ბის პოლ­კოვ­ნი­კი, რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნი?! არა­და, მის სა­უბ­რი­სას ვხე­დავ­დი მე­ო­რე მე­უღ­ლე­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ კაცს, რო­მელ­მაც მისი და­კარ­გვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, თავი ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­ე­ძღვნა და ის ქალ­ბა­ტო­ნი სწო­რედ იქ აღ­მო­ე­ჩი­ნა. თუკი ამ გზით წა­ვი­და, ეს სწო­რედ იმ ქა­ლის გამო მოხ­და...

    იშ­ვი­ა­თია მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე­თი მო­ნო­გა­მია. ასე უყ­ვარს ერთი ქალი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. სხვა ქალს ვერ გა­ვე­კა­რე­ბო­დიო - აღ­ნიშ­ნა. ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი იყო... თუმ­ცა გა­სა­ო­ცა­რი იყო მისი შვი­ლის ამ­ბა­ვიც".

    თუკი, მამა ილია სიყ­ვა­რუ­ლის გამო მი­ვი­და ეკ­ლე­სი­ა­ში, მისი შვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო წა­მო­ვი­და ეკ­ლე­სი­ი­დან. ამ ის­ტო­რი­ა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნულ გა­და­ცა­მა­ში ისა­უბ­რა.
    მამა ილია კავ­სა­ძე:

    "ჩემს შვილს ისე­თი უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი გა­დახ­და, ვინ­მე რო­მანს რომ წერ­დეს, ალ­ბათ, ასეთ სი­უ­ჟეტს ვერც მო­ი­ფიქ­რებ­და...

    უმ­ცროს ვაჟს, და­ვითს ჯერ სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა უნ­დო­და, ჩემი გან­ხრით რომ წა­სუ­ლი­ყო და სა­ბო­ლო­ოდ, სე­მი­ნა­რი­ა­ში ამოჰ­ყო თავი. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მო­ვი­და და მი­თხრა, - მამა, ბე­რად მინ­და აღ­ვიკ­ვე­ცოო. მა­შინ 24-25 წლის იყო.

    რა დროს შენი ბე­რო­ბაა - მეთ­ქი? - ვუ­თხა­რი. მაგ ასაკ­ში სა­ერ­თოდ წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ და ამ თე­მა­ზე ადა­მი­ა­ნებ­საც ვე­სა­უბ­რე­ბი და ვუხ­სნი, თუ რა­ტომ არ ვურ­ჩევ. ვი­ღა­ცას­თან გა­მომ­დის, ვი­ღა­ცას­თან - არა. მოკ­ლედ, ჩემ­მა შვილ­მა თქვა, რომ ჩემს ბე­რო­ბას მა­მის კურ­თხე­ვა სჭირ­დე­ბა, სხვა­ნა­ი­რად არ იქ­ნე­ბაო. კარ­გი, კურ­თხე­ვას გაძ­ლევ, მაგ­რამ ერთი რამ არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი - ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ველ­თვის ეშ­ლე­ბა და თა­ვის სიყ­ვა­რულს როცა ხვდე­ბა, ის დიდი ტკი­ვი­ლე­ბი უკვე აქვს და აწუ­ხებს. თუ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შეგ­ხვდა, იქ არა­ფე­რი აღარ დაგ­ჭირ­დე­ბა-მეთ­ქი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო... მა­შინ, კი ბა­ტო­ნო - მეთ­ქი ვუ­თხა­რი...

    არ­ქი­მან­დრი­ტი ჩემ­ზე ადრე გახ­და. ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, მშრო­მე­ლი ბი­ჭია. გა­უშ­ვეს ამე­რი­კა­ში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ჩვე­ნი მო­ნას­ტრი­და­ნაც ჩა­ვი­და რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი. ესეც ჩა­მო­დი­ო­და აქ...



    ერთხე­ლაც, ჩემ­თან მო­ნას­ტრი­დან ახალ­გაზ­რდა ექი­მი, მო­ნა­ზო­ნი მო­ვი­და და მი­თხრა, მა­მაო, ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და, - მე და დათო შევ­ცდით და და­ვე­ცი­თო... რომ მო­ვუს­მი­ნე, მივ­ხვდი, რომ ეს არ იყო უბ­რა­ლოდ და­ცე­მა, ანუ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის სექ­სი, ადა­მი­ა­ნუ­რი, წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით შვილ­მაც და­მი­რე­კა... მამა, და­ვე­ცი­თო. წლე­ბის წინ ის ჩემი ნათ­ქვა­მი გა­მახ­სე­ნა... მოკ­ლედ, ოჯა­ხი შექ­მნეს, მაგ­რამ შე­უ­ჩე­რეს მსა­ხუ­რე­ბა, არ­ქი­მან­დრი­ტო­ბა მო­ეხ­სნა, რაც ეკ­ლე­სი­ა­ში უმაღ­ლე­სი წო­დე­ბაა და აღარ აზი­ა­რე­ბენ...

    მივ­ხვდი, რომ უფა­ლი ჩემ­თან იყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი რძა­ლი შემ­ხვდა. რძა­ლი არა, შვი­ლია და 4 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს“.

    წყარო: ამბები.ge