სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ამ ოცნებას ყოველ დღე ვუახლოვდებით" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

    "ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ამ ოცნებას ყოველ დღე ვუახლოვდებით" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება
    2 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ამ ოცნებას ყოველ დღე ვუახლოვდებით, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    „მთავრობისა და ჩვენი გუნდის სახელით მინდა განვაცხადო, რომ გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, რომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

    ჩვენი საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში წევრობა, რასაც რა თქმა უნდა სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი“, - აღნიშნა პრემიერმა.

    შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.