სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ბოლო 1 თვეში 6 კგ…“ - გაიგეთ როგორ დაიკლო ჯანეტ ქერდიყოშვილმა

    „ბოლო 1 თვეში 6 კგ…“ - გაიგეთ როგორ დაიკლო ჯანეტ ქერდიყოშვილმა
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა მოდელმა, ჯანეტ ქერდიყოშვილმა 1 თვეში 6 კილო დაიკლო. ის გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

    "დღეს მინდა გაგიზიაროთ მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ყოველგვარი დამღლელი დიეტის გარეშე, ბოლო 1 თვეში 6 კგ დავიკელი.

    5 ძირითადი წესი, რომლის დაცვითაც შევძელი ზედმეტი კილოგრამების მოშორება, სხეულის გაჯანსაღება და ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

    გიზიარებთ ამ წესებს, რომ თქვენც დანერგოთ თქვენს ცხოვრებაში და გააუმჯობესოთ განწყობა და გარეგნობა.

    1. მოვაწესრიგოთ დღის რეჟიმი და კვების რაციონი

    8:00 ადგომა. დიდი ჭიქით ვსვამ ლიმონიან თბილ წყალს.

    საუზმეს ვტოვებ (კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან)

    დღის განმავლობაში ვსვამ 3, 3.5 ლ წყალს

    კვების რაციონიდან ამოვიღე ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები

    ბლომად მივირთმევ სალათის ფურცლებისგან დამზადებულ სალათებს + ხორცი, თევზი, ბოსტნეული, თხილეული, მცენარეული რძე

    და კიდევ, ჭამ ორჯერ (ზოგჯერ ერთხელ) დღეში და ვიცავ 18/20 საათიან დიეტას.

    2. სწრაფი სიარული და ცურვა

    ფიზიკური დატვირთვის მიზნით, ყოველ დღე დავიწყე სიარული სპორტულ დარბაზში, სადაც 6-7 კმ-ს გავდივარ სარბენ ბილიკზე. ასევე კვირაში სამჯერ აკვააერობიკა.

    ზოგადად, ყოველთვის ძნელად გამომდიოდა ფიზიკური დატვირთვები, მაგრამ სპორტდარბაზში ორკვირიანი სიარულის შემდეგ, მივეჩვიე და სიამოვნებით ვვარჯიშობ.

    შედეგი, ჩემმა სხეულმა ერთი თვის განმავლობაში სულ სხვა ფორმა მიიღო.

    3. დეტოქსი

    კვრაში ერთხელ ვიღებ დეტოქსის წვენებს - ასე ვივსებ ვიტამინების დეფიციტს, მაკრო და მიკრო ელემენტების, რომლებიც მრავლადაა ხილში.

    ერთდღიანი კურსის შედეგად სასწორი სასიამოვნო კლებას მიჩვენებს ხოლმე.

    4.ძილი

    ძილი და გახდომა მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. მეცნიერებმა დაადგინეს: სისტემატური უძილობა იწვევს წონის მატებას და ხელს უშლის გახდომას.

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვცდილობდი დამეძინა და გამეღვიძა ანასთან ერთად. შედეგად, მეძინა არანაკლებ 9-10 საათისა, რაც ასევე სასიკეთოდ აისახა ჩემს საერთო მდგომარეობაზე.

    ზოგჯერ დაძინება საუკეთესო საშუალებაა რამით ჭამისგან თავის შესაკავებლად.

    5. წიწიბურას ჩაი

    რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვსვამ ჩემს საყვარელ წიწიბურას ცაის, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს. რაც მთავარია, ჩაის აქვს სასიამოვნო ტკბილი ვანილის გემო. რომელიც გემოთი შვრიის ორცხობილას მოგაგონებთ.

    ჩაის მიღების შემდეგ ტკბილეულის მოთხოვნილება მიქრება. ჩაი იმდენად ტკბილია, რომ შაქრის დამატება არ არის საჭირო. ამ სასმელს ჯანმრთელობის სასმელს ეძახიან. წიწიბურას ჩაი სრულიად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი წიწიბურასგან. ამ კულტურის თესლს გააჩნია სულ სხვა შემცველობა და თვისებები."


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ