სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პრემიერის განცხადებამ გამახარა" - ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე, მოახლოებულ არჩევნებსა და რუსეთზე

    "პრემიერის განცხადებამ გამახარა" - ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე, მოახლოებულ არჩევნებსა და რუსეთზე
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბამ გა­მა­ხა­რა, რად­გან ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ზუს­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო"

    ასე უპასუხა პრეზიდენტმა შეკითხვას: "პრო­რუ­სუ­ლად მიჩ­ნე­ულ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი სტა­ტუ­სი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იყო. გა­გაკ­ვირ­ვათ ამან?“.

    "გა­მა­ხა­რა. ის დღეს საფ­რან­გეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და ეს­წრე­ბა მშვი­დო­ბის ფო­რუმს, ხვდე­ბა პრე­ზი­დენტ მაკ­რონს. ამან [გან­ცხა­დე­ბამ] მე გა­მა­ხა­რა, რად­გან ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ევ­რო­კო­მი­სი­ამ პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან ზუს­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად აი­ძუ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას ერთ ევ­რო­პულ სიხ­ში­რე­ზე იყ­ვნენ. ვნა­ხოთ… ვფიქ­რობ, რომ სტა­ტუ­სი, რო­მელ­საც იმე­დია წლის ბო­ლოს მი­ვი­ღებთ, იქ­ნე­ბა არა სტა­ტუ­სი მო­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რო­გორც “სა­ბო­ლოო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა“, არა­მედ რო­გორც strings attached, უფრო მეტი და უფრო ძლი­ე­რი კავ­ში­რი ევ­რო­პას­თან, ევ­რო­პის მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა. ევ­რო­პა უნდა იყოს ჩვენ­თან ერ­თად, ეტა­პობ­რი­ვად, შემ­დეგ ეტა­პამ­დე.

    იმე­დი მაქვს, რომ თუ გვექ­ნე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს წარ­მო­იშ­ვას ახა­ლი კო­ა­ლი­ცია. ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ვას­რუ­ლებთ ყვე­ლა პი­რო­ბას, რომ ჩვენ გავ­ხსნათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერთი წელი გვაქვს დაგ­ვი­ა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­სა და მოლ­დო­ვას­თან შე­და­რე­ბით, ეს წელი უნდა ავი­ნა­ზღა­უ­როთ და ამი­სათ­ვის ევ­რო­პა ჩვენს გვერ­დით უნდა იყოს”, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

    ამას­თან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით: "მო­სახ­ლე­ო­ბამ გუ­შინ კარ­გად იგ­რძნო, რომ ჩვენ ამ გზა­ზე მარ­ტო­ნი არ ვართ. ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია. გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე და წევ­რი ქვეყ­ნის იუ­რი­დი­ულ სტა­ტუს­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პულ ოჯახ­ში ყოფ­ნა და ის, რომ გა­რეთ არ ვი­ყოთ და­ტო­ვე­ბუ­ლი. ეს არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი“.

    - "არ გე­ში­ნი­ათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ხელს შე­გიშ­ლით რე­ფორ­მე­ბის ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში?"

    "ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­ში ვართ, ხალ­ხის ხმა, ხალ­ხის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ შევ­კრი­ბე გუ­შინ, არა მხო­ლოდ აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, რად­გან არ ვი­ცო­დით აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და თუ არა, არა­მედ ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ის და­სა­წყე­ბად, რა­მაც 15 დე­კემ­ბრამ­დე უნდა მიგ­ვიყ­ვა­ნოს. ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რათა ევ­რო­კო­მი­სი­ის­თვის გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რობს ევ­რო­პის­კენ მი­მა­ვალ ამ გზას. მთავ­რო­ბე­ბი იც­ვლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა რჩე­ბა. 2024 წელი არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია, რო­მე­ლიც 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში ჩა­ტარ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ ევო­ლუ­ცია, მაქ­სი­მა­ლუ­რად სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დი, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს კო­ა­ლი­ცი­ურ მთავ­რო­ბას­თან“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

    -"სლო­ვა­კე­თის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა პრო­რუ­სულ­მა პრე­მი­ერ­მა ფუ­კომ შე­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა და ხომ არ ში­შობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო იგი­ვე გზით შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს?"

    "ჩვენ არ ვაწ­ვდით ია­რაღს უკ­რა­ი­ნას, ცხა­დი მი­ზე­ზე­ბის გამო, სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ორი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გვაქვს, არის რა­ღა­ცე­ბი, რისი უფ­ლე­ბაც არ შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ სა­კუ­თარ თავს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა არ მაქვს. მაგ­რამ მე, ისე­ვე რო­გორც მო­სახ­ლე­ო­ბა, უფრო ღიად ვუ­ცხა­დებ სო­ლი­და­რო­ბას უკ­რა­ი­ნას, რაც ვთვლი, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ჩვენ გვაქვს მსგავ­სი ის­ტო­რია, წარ­სუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გვექ­ნე­ბა ერ­თნა­ი­რი მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­ში. ეს სო­ლი­და­რო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია და თუ თქვენ ჩა­მოხ­ვალთ თბი­ლის­ში, ამ სო­ლი­და­რო­ბას ყველ­გან და­ი­ნა­ხავთ უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­შე­ბის სა­ხით, რომ­ლე­ბიც ისე­ვე მრავ­ლა­დაა, რო­გორც ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი დრო­შე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

    "ეს პრო­ექ­ტი არის ერ­თა­დერ­თი პერ­სპექ­ტი­ვა, უსაფრ­თხო­ე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა, პერ­სპექ­ტი­ვა იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა ამ ევ­რო­პუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის ნა­წი­ლი იყოს, რის გა­რე­შეც სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რომ ის მარ­ტო რჩე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­შე.

    ვფიქ­რობ, რომ დღეს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პას­თან ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გარ­და, სიღ­რმი­სე­უ­ლი მო­ტი­ვა­ცი­აა იმის ცოდ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს მარ­ტო, იზო­ლი­რე­ბუ­ლი ამ უფრო და უფრო ტურ­ბუ­ლენ­ტურ მსოფ­ლი­ო­ში და რო­მელ­შიც რუ­სეთ­მა აჩ­ვე­ნა და ისევ და ისევ ყო­ველ­დღი­უ­რად უკ­რა­ი­ნა­ში აჩ­ვე­ნებს, თუ რა­ო­დენ იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რია ის. სა­ქარ­თვე­ლო მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­რო­პას რუ­სე­თის­გან თა­ვის უკეთ და­სა­ცა­ვად.

    მე არ და­ვა­სა­ხე­ლებ ქვეყ­ნებს, სა­დაც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სრუ­ლად არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ბრი­უ­სე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ერთი მხრივ, არის იმ პროგ­რე­სის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, და ასე­ვე არის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია.

    სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე უა­რის თქმა (რაც 27 ქვეყ­ნის მიერ დე­კემ­ბერ­ში გა­და­წყდე­ბა) სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ხა­ზის მიღ­მა და­ტო­ვებ­და, ნაც­რის­ფერ ზო­ნა­ში, რაც ძა­ლი­ან სა­ში­ში იქ­ნე­ბო­და რე­გი­ო­ნის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, შავი ზღვის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის და უმი­ზე­ზო წა­ხა­ლი­სე­ბა, სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბო­და რუ­სე­თის­თვის.

    ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ეს უდი­დე­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბა იქ­ნე­ბო­და, რად­გან მათ აქვთ გან­ცდა, რომ იმ­სა­ხუ­რე­ბენ ევ­რო­პა­ში შეს­ვლას მათი წარ­სუ­ლის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, 30 წლი­ა­ნი გან­ვლი­ლი გზის გამო. იმის გამო, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ქარ­თვე­ლებს მუდ­მი­ვად სურ­დათ ევ­რო­პა და აცხა­დებ­დნენ ამას ოკუ­პა­ცი­ის, 2008 წლის ომის, რუ­სე­თის მხრი­დან მრა­ვა­ლი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად. გუ­შინ წინ, ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ამ­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის წინა დღეს, ჩვენ ვგლო­ვობ­დით, რად­გან ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ ზო­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლეს რუ­სუ­ლი ტყვი­ით და მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე გა­ი­ტა­ცეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო მსოფ­ლი­ოს­თვის ეს ჩვე­უ­ლი რა­მაა, ჩვენ მუდ­მი­ვად ამ რე­ჟიმ­ში ვცხოვ­რობთ და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო ბა­ნაკს არ იც­ვლის და ევ­რო­პის­კენ იყუ­რე­ბა, რად­გან ვი­ცით, რომ ეს ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მო­მა­ვა­ლია“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.