სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია" - მელიას განცხადება

    "ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია" - მელიას განცხადება
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნიკა მე­ლია „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე წერს, რომ ნდო­ბის საბ­ჭო უნდა იყოს პარ­ტი­ის სტრა­ტე­გი­ის და ტაქ­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აი­ღებს თავ­მჯდო­მა­რის, პო­ლიტ­საბ­ჭო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რგო­ლის ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას.

    "ვი­ყა­ვი, ვარ და ვიქ­ნე­ბი ერ­თო­ბის მომ­ხრე. ერ­თო­ბა შე­იძ­ლე­ბა და­ე­ფუძნოს მხო­ლოდ ნდო­ბა­სა და თან­ხმო­ბას სა­ერ­თო მიზ­ნის გარ­შე­მო.

    1 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც პარ­ტი­ა­ში გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა მო­ი­თხო­ვა არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მელ­საც მათი და­პი­რე­ბით, შე­დე­გად უნდა მო­ე­ტა­ნა პარ­ტი­ის გარ­დაქ­მნა, გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტის გამ­წვა­ვე­ბა და უახ­ლო­ეს თვე­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყვე­ო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

    რად­გან პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა და თან­ხმო­ბა ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად, დავ­თან­ხმდი ამ არ­ჩევ­ნებს, რომ­ლის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და პარ­ტი­ის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი. მე მი­ვი­ღე არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, მი­ვუ­ლო­ცე და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვე ახალ მე­ნე­ჯმენტს. სამ­წუ­ხა­როდ, ნდო­ბა არ­სე­ბუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მართ და­ი­კარ­გა მათი მოს­ვლი­დან პირ­ვე­ლი­ვე კვი­რა­ში.

    მა­შინ, რო­დე­საც, ტექ­ნი­კუ­რი ყრი­ლო­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი უნდა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა პო­ლიტ­საბ­ჭოს დაშ­ლი­სა და ახა­ლი პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის და­ნიშ­ვნი­სათ­ვის. ხალ­ხი უბ­რა­ლოდ გა­რი­ცხეს პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო­დან, ჩე­მით და­წყე­ბუ­ლი ალ­ბათ ყვე­ლას სა­ხე­ლი და გვა­რი ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია ეს უსა­მარ­თლო­ბა და ვე­რა­ვინ მი­ი­ღებს ამას....

    პირ­და­პირ გე­ტყვით - ასე­თი პარ­ტი­ით გა­მარ­ჯვე­ბა კი არა, ნორ­მა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი შე­დე­გის და­ფიქ­სი­რე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ მე­ნე­ჯმენტს დღი­დან მოს­ვლი­სა არა­ფე­რი უკე­თე­ბია, გარ­და პარ­ტი­ის ხლეჩ­ვი­სა: პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს დაშ­ლის შემ­დეგ ახალ­მა მმარ­თვე­ლებ­მა საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის სი­ე­ბი­დან ამო­ი­ღეს ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც წლე­ბის მან­ძილ­ზე იბ­რძო­ლეს და ბევრ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ისე ახ­ლოს მი­ვიდ­ნენ გა­მარ­ჯვე­ბას­თან, რო­გორც არა­სო­დეს მივ­სულ­ვართ. ყვე­ლა­ფე­რი ის, რა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით, ყვე­ლა ის ნე­გა­ტი­უ­რი მო­ლო­დი­ნი, რო­მელ­ზეც ვაფრ­თხი­ლებ­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ახალ მე­ნე­ჯმენტს, დღეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა.

    თით­ქმის 1 წლის თავ­ზე ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია მათი მმარ­თვე­ლო­ბის შე­დე­გე­ბი:

    პარ­ტია ორად არის გა­ყო­ფი­ლი. მე­ნე­ჯმენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად და­ი­კარ­გა ერ­თი­ა­ნო­ბა, დრა­მა­ტუ­ლად და­ზი­ან­და ნდო­ბა პარ­ტი­ის მი­მართ, ჩაკ­ვდა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ტეს­ტი, პარ­ლა­მენ­ტში პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ას­ხი­ვებს სრულ პო­ლი­ტი­კურ უსუ­სუ­რო­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­შია, ხოლო დაქ­საქ­სუ­ლი პარ­ტია დღი­თი­დღე კარ­გავს ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის ფუნ­ქცი­ას, ისე­ვე, რო­გორც ერ­თობ­ლი­ვი ოპო­ზი­ცი­უ­რი დღის წეს­რი­გის შექ­მნის უნარს.

    2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე წე­ლი­წად­ზე ნაკ­ლე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი. მო­რა­ლურ, ღი­რე­ბუ­ლე­ბით და პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში მყო­ფი პარ­ტია დღეს უძ­ლუ­რია, უპა­სუ­ხოს ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგომ ის­ტო­რი­ულ და გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გა­მოწ­ვე­ვებს.

    პარ­ტი­ა­ში ჩვენ მარ­თლაც გვჭირ­დე­ბა ერ­თო­ბა… ერ­თო­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ა­ლე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნის გარ­შე­მო, რო­მე­ლიც უნდა გახ­დეს ოპო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ამ ქვე­ყა­ნა­ში ცვლი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი და წი­ნა­პი­რო­ბა. სწო­რედ ამას უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს პარ­ტი­ის ერ­თო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მა­ნი­ფეს­ტი თუ დეკ­ლა­რა­ცია.

    ერ­თო­ბა და ნდო­ბის აღ­დგე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მხო­ლოდ ამ პრო­ცე­სის პო­ზი­ტი­უ­რი გა­დატ­ვირ­თვის და გა­ნახ­ლე­ბის შე­დე­გად.

    გთა­ვა­ზობთ, შე­იქ­მნას ნდო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი საბ­ჭო, რო­მე­ლიც გახ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო და და­ე­ფუძ­ნე­ბა პა­რი­ტე­ტულ სა­წყი­სებს. ამ საბ­ჭო­ში პარ­ტი­ა­ში არ­სე­ბულ ინ­ტე­რეს­თა ყვე­ლა ჯგუფს უნდა ჰყავ­დეს სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა; ნდო­ბის საბ­ჭო ასე­ვე უნდა იყოს პარ­ტი­ის სტრა­ტე­გი­ის და ტაქ­ტი­კის გან­მსა­ზღვრე­ლი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც აი­ღებს თავ­მჯდო­მა­რის, პო­ლიტ­საბ­ჭო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რგო­ლის ყვე­ლა ფუნ­ქცი­ას. მხო­ლოდ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­ჩერ­დე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი.

    ამ არა­ორ­დი­ნა­ლურ და მძი­მე კრი­ზის­ში ყვე­ლამ უარი უნდა თქვას პი­რად პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებ­ზე და დად­გეს სუ­ბი­ექ­ტურ ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თგუ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლის­თვი­საც თა­ვის დრო­ზე შე­იქ­მნა ეს პარ­ტია.

    ერ­თო­ბას, ნდო­ბას, თან­ხმო­ბას და ბრძო­ლას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს; კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბამ და არა­ფორ­მა­ლურ­მა მარ­თვამ პარ­ტია უფსკრუ­ლის პი­რას მი­იყ­ვა­ნა.

    უარი უთხა­რით არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბას, გა­ა­ღეთ პარ­ტი­ის კარი; - არა იმის­თვის, რომ ხალ­ხი წა­ვი­დეს, არა­მედ იმის­თვის, რომ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი დაბ­რუნ­დნენ და ახ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ მოძ­რა­ო­ბა­ში.

    პ.ს. თუ ეთან­ხმე­ბით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას, გა­და­დით ლინკზე და მო­ა­წე­რეთ ხელი. ხელ­მო­წე­რა არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი:“,- წერს მე­ლია.