გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს, ქართველმა ვარსკვლავმა ყველას გაოკვირვება შეძლო. კვარაცხელია სერია A-ს გასული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო სიურპრიზად რჩება, რომლის წყალობით "ნაპოლმა" მესამე ჩემპიონობა მიითვალა.
გუშინ იტალიის ქართველი ვარსკვლავის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. "კვარადონა, ქართული სასწაული" - წიგნის ავტორი იტალიელი მწერალი ემანუელე ჯულიანელია.
იტალიელი მწერალი და ჟურნალისტი სხვადასხვა საერთაშორისო გამომცემლობებთან თანამშრომლობს. მათ შორის, წლების განმავლობაში “გაძეტა დელო სპორტისა” და “კორიერე დელა სერასთან”. სპორტულ თემატიკაზე გამოცემული აქვს 8 წიგნი, ასევე წიგნები მოზარდებისთვის.
წიგნის პრეზენტაციას დაესწრო იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, ჯანლუჯი ბუფონი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, "კვარას" სამომავლოდ "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლია.
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის - „კვარადონა, ქართული სასწაული“ პრეზენტაციას ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი დაესწრო და ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა:
"უნდა ვთქვა, რომ კვარაცხელიამ თავიდანვე დამაინტერესა, როცა იტალიაში გამოჩნა. მან აქ ფეხი მალევე მოიკიდა. ფიზიკურად ის ჯანლუიჯი ლენტინის მაგონებს, თუმცა ქართველს უფრო მეტად შეუძლია დრიბლინგი. ისეთი მოძრაობები, როგორსაც კვარაცხელია ასრულებს, ძალიან ცოტასგან მინახავს. კვარასთან და "ოქროს ბურთთან" დაკავშირებით სიმართლე ითქვა. როდესაც რონალდუ, მესი და ნეიმარი ფეხბურთს აღარ ითამაშებენ, კვარაცხელია ამ ჯილდოსთვის ჰალანდთან და მბაპესთან ერთად იბრძოლებს“ - განაცხადა ბუფინიმ.