სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოში ახალი iMac-ისა და MacBook Pro-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო

    საქართველოში ახალი iMac-ისა და MacBook Pro-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში ახალი iMac-ისა და MacBook Pro-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო
    Apple-ის მოყ­ვა­რუ­ლებს M3 ჩიპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი ხა­ზის მო­დე­ლე­ბის iMac-ისა და MacBook Pro-ის შე­ძე­ნა 17 ნო­ემ­ბრი­დან შე­ეძ­ლე­ბათ. დღე­ი­დან, 10 ნო­ემ­ბრი­დან კი მათი წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა Apple-ის ოფი­ცი­ა­ლურ რე­სე­ლერ მა­ღა­ზი­ებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე ამოქ­მედ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა - თი­ბი­სი ბან­კის 12 თვი­ა­ნი უპ­რო­ცენ­ტო გან­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბის პე­რი­ოდ­ში და გა­ყიდ­ვე­ბის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი.

    Apple-მა MacBook Pro-სა და iMac-ის ახა­ლი ხაზი, ოქ­ტომ­ბრის ბოლო დღე­ებ­ში წარ­მო­ად­გი­ნა. თუ რით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი M3 ჩიპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ახა­ლი ხაზი, ქვე­მოთ გან­ვი­ხი­ლავთ.

    ინო­ვა­ცი­უ­რი M3 პრო­ცე­სო­რე­ბი

    Apple-ის ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი ახა­ლი M3 სე­რი­ის პრო­ცე­სო­რე­ბია. ეს არის ბრენ­დის პირ­ვე­ლი ჩი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იქ­მნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ისი­ნი გახ­დნენ უფრო სწრა­ფი, მძლავ­რი და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი. M3 ჩი­პე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ისი­ნი კი­დევ უფრო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უხ­სნი­ან მომ­ხმა­რებ­ლებს.

    Apple-ის ექ­სპერ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჩი­პე­ბი 30%-ით უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი გახ­და. მათი ძალა ასე­ვე საკ­მა­რი­სია ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შე­საქ­მნე­ლად. მაგ­რამ მა­ში­ნაც კი, თუ თქვენ არ აპი­რებთ რა­ი­მე მსგავსზე მუ­შა­ო­ბას, ის ნამ­დვი­ლად გა­გა­ო­ცებთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ პროგ­რა­მებ­სა და თა­მა­შებ­ში მუ­შა­ო­ბის სის­წრა­ფით, გრა­ფი­კას­თან მუ­შა­ო­ბი­სას მა­ღა­ლი წარ­მა­დო­ბით და ბა­ტა­რე­ის გამ­ძლე­ო­ბით.

    MacBook Pro

    საქართველოში ახალი iMac-ისა და MacBook Pro-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო


    Apple-მა 14-დი­უ­მი­ა­ნი და 16-დუ­ი­მი­ა­ნი MacBook Pro-ს წარ­მოდ­გე­ნით, გა­ნა­ახ­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ლეპ­ტო­პე­ბის ხაზი რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია M3 პრო­ცე­სო­რით. კომ­პი­უ­ტე­რე­ბი 40%-ით უფრო სწრა­ფი გახ­და, მათ შე­უძ­ლი­ათ და­ტენ­ვის გა­რე­შე 22 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ო­ბა. ეს არის ბა­ტა­რე­ის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი მუ­შა­ო­ბის დრო Mac-ის ის­ტო­რი­ა­ში, რაც ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის წყა­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. სხვა­თა შო­რის, ლეპ­ტო­პე­ბი ერ­თნა­ი­რად სწრა­ფად მუ­შა­ო­ბენ რო­გორც კვე­ბის წყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბულ დროს, ასე­ვე კვე­ბის წყა­როს გა­რე­შე, და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის დროს.

    ასე­ვე შე­იც­ვა­ლა Liquid Retina XDR დისპლეი, 20%-ით გაზ­რდი­ლი სი­კაშ­კა­შით და ახა­ლი Space Black კორ­პუ­სის ფე­რით, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მია მო­დე­ლე­ბის­თვის M3 Pro და M3 Max ჩი­პე­ბით.

    iMac



    სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ Apple-ის მო­ნობ­ლო­კი ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუ­შა­ო­ბის­თვის. ახლა შე­გიძ­ლი­ათ ამის გა­კე­თე­ბა კი­დევ უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად, რად­გან iMac-ის ახა­ლი ვერ­სია ასე­ვე აღ­ჭურ­ვი­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი M3 პრო­ცე­სო­რით. მისი წყა­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ერ­თდრო­უ­ლად 12-მდე ვი­დეო და­ა­მუ­შა­ოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი გარ­ჩე­ვა­დო­ბით? მარ­ტი­ვად! და­აჩ­ქა­რეთ თქვე­ნი მუ­შა­ო­ბა ფო­ტო­შოპ­ში? დიახ, ორ­ჯერ!

    ახა­ლი პრო­დუქტს აქვს 24 GB-მდე ოპე­რა­ტი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის და 2 ტე­რა­ბა­ი­ტამ­დე შიდა მეხ­სი­ე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა. მო­დელ­მა ასე­ვე მი­ი­ღო გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მო­დუ­ლე­ბი Bluetooth 5.3-სა და Wi-Fi 6E-ის მხარ­და­ჭე­რით.


    სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი MacBook Pro-სა და iMac-ის წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა დღე­ი­დან შე­გიძlიათ Apple-ის ოფი­ცი­ა­ლურ რე­სე­ლე­რებ­თან: iSpace, Alta, Elit Electronics, Kontakt Home, iTechnics, iStore.
    წყარო: ამბები.ge