სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა ასე არაა... რაჭველი ვარ…”-პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება

    "ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა ასე არაა... რაჭველი ვარ…”-პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა ასე არაა... რაჭველი ვარ, იქ სასტუმრო ავაშენე, მეურნეობასაც ვაპირებ" - როგორ მოხვდა ეკონომისტი დავით დვალი ჩცდ-ში: "პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება
    პირ­ვე­ლად მე-19 სე­ზო­ნის მე-16 სე­რი­ა­ში გა­მოჩ­ნდა და პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ­ვე მი­იქ­ცია. მისი პერ­სო­ნა­ჟი პო­ლი­ცი­ე­ლია. "უარ­ყო­ფი­თი რო­ლის თა­მა­ში მი­წევს და სწო­რედ ეს არის სა­ინ­ტე­რე­სოო" - აღ­ნიშ­ნავს და­ვით დვა­ლი...

    "ჩემზე ამბობენ, ცხოვრებაშიც ალბათ ასეთიაო, არადა ასე არაა... რაჭველი ვარ…”-პოლიციელ ზვერაძის" რეალური ცხოვრება

    ვინ არის გაჩა ზვე­რა­ძე, რა გზა გა­ი­ა­რა აქამ­დე და რას ფიქ­რობს სე­რი­ალ­ზე, რო­მელ­შიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა.

    და­ვით დვა­ლი:

    - პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ვარ. "ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში" ვსწავ­ლობ­დი, მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან. "კა­ვე­ენ­საც" ვთა­მა­შობ­დი, ნაკ­რებ­ში ვი­ყა­ვი, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში. იქ იყო დასი, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის იყო თხე­მით ტერ­ფამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს და ადა­მი­ა­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ზაზა წა­ქა­ძე, რო­მე­ლიც სამ­წუ­ხა­როდ, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა. მან უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბის სრუ­ლი კურ­სი შეგ­ვას­წავ­ლა.

    - უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ არ შე­გეძ­ლოთ იმ თე­ატ­რში თა­მა­ში?

    - რო­გორ არა, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ დავ­ქორ­წინ­დი. მერე ჩავ­თვა­ლე, რომ მა­მა­კა­ცი ოჯახს უნდა უძღვე­ბო­დეს, ამის­თვის ფი­ნან­სე­ბია სა­ჭი­რო, აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად სამ­სა­ხუ­რი და­ვი­წყე. მოკ­ლედ, თე­ატ­რის­თვის, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის ვე­ღარ მო­ვი­ცა­ლე. არა­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეს სფე­რო, მაგ­რამ იქ დამ­თავ­რდა ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და სცე­ნა. ვმუ­შა­ობ­დი პრო­ფე­სი­ით, ეკო­ნო­მის­ტად. ახლა ჩემი საქ­მე მაქვს - გა­და­ზიდ­ვე­ბის სფე­როს ვუ­ძღვე­ბი.



    - ცნო­ბი­ლია, რომ ზაზა წა­ქა­ძე­ზე ფილ­მი გა­და­ი­ღეთ...

    - კი, მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მას­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­დაგ­ვე­ღო. დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს ხე­ლოვ­ნე­ბა­ში. გარ­და რე­ჟი­სო­რო­ბი­სა, ლექ­სებს წერ­და და სუ­ლით ხორ­ცამ­დე ხე­ლო­ვა­ნი იყო. არ შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე დარ­ჩნენ. ამას­თან, ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო, ზედ­მე­ტად არა­ვის შე­ა­წუ­ხებ­და, ჩრდილ­ში უყ­ვარ­და ყოფ­ნა. ფილ­მის გა­და­ღე­ბა რომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მე­გობ­რებ­მა მთხო­ვეს, წამ­ყვა­ნი, მთხრო­ბე­ლი მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გა­ნაც მე და ზაზა კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ფილ­მს „გზა­ზე ერთი კაცი მი­დი­ო­და“ და­ვარ­ქვით. მას­ში ერთ-ერთ რეს­პონ­დენ­ტად მიწ­ვე­უ­ლი იყო ეკა მჟა­ვა­ნა­ძე, რად­გან ზაზა და ეკა ჯგუ­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ...



    - რო­გორც ვხდე­ბი, სე­რი­ა­ლის კას­ტინგ მე­ნე­ჯერ­მა ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მა­შინ აღ­მო­გა­ჩი­ნათ...

    - ჩემი და ეკას შეხ­ვედ­რა პირ­ვე­ლად მა­შინ მოხ­და. შემ­დეგ კი უკვე და­მი­რე­კა და მი­თხრა, კას­ტინგზე გიწ­ვევ­თო. გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გი და მოვ­ხვდი იქ, სა­დაც მოხ­ვდი...

    - როლი, რო­მე­ლიც მოგ­ცეს, მო­გე­წო­ნათ?

    - რო­დე­საც ადა­მი­ანს ამ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის სურ­ვი­ლი აქვს და იმის ამით მი­ი­ღოს სი­ა­მოვ­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, პო­ლი­ცი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი პერ­სო­ნა­ჟი, უბ­რა­ლო გამ­ვლე­ლი, თუ სხვა ვინ­მე. მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟი ყო­ფი­ლი­ყო. სა­ინ­ტე­რე­სო კი ნამ­დვი­ლად არის, და­დე­ბი­თია, თუ უარ­ყო­ფი­თია, ამას ჩემ­თვის ამ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ამ გმირ­ზე მუ­შა­ო­ბა, მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უინ­ტე­რე­სო არ არის. ამ თვალ­საზ­რი­სით მო­მე­წო­ნა. ფაქ­ტია, რომ უარ­ყო­ფი­თი პერ­სო­ნა­ჟია, მაგ­რამ ყვე­ლას აქვს თა­ვის პლუს-მი­ნუ­სე­ბი და ალ­ბათ მა­საც ექ­ნე­ბა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი, რაც წე­სით, გა­მოჩ­ნდე­ბა. მოკ­ლედ, ამ როლ­ზე მუ­შა­ო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია, და­ნარ­ჩე­ნი - მა­ყუ­რებ­ლის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია.

    კად­რი "ჩცდ"-დან
    - თქვე­ნე­უ­ლი რა შეს­ძი­ნეთ გა­ჩას?

    - რა­ღაც ჩვე­ვა, ხე­ლის მოძ­რა­ო­ბა, მი­მი­კა, სა­უბ­რის მა­ნე­რა, გა­მო­ხედ­ვა, ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი აქვს. ადა­მი­ა­ნე­ბი ამ წვრილ­მა­ნი დე­ტა­ლის­გან შევ­დგე­ბით და პერ­სო­ნა­ჟიც ამ წვრილ­მა­ნის­გან იქ­მნე­ბა... ისე, გაჩა ზვე­რა­ძის თვი­სე­ბე­ბი ნელ-ნელა უფრო ჩნდე­ბა და უფრო იოლი ხდე­ბა ამ პერ­სო­ნა­ჟის „ქურ­ქის გა­დაც­მა“ - რა­ღაც დე­ტა­ლე­ბიც ნელ-ნელა და­იხ­ვე­წე­ბა, თუმ­ცა ამ­ჟა­მა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მის „ქურ­ქში“ ყოფ­ნა. ეს როლი იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ამ პო­ლი­ცი­ე­ლის ტი­პა­ჟი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩემი ტი­პა­ჟის­გან. სა­ერ­თოდ სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ.

    - მა­ყუ­რებ­ლის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბე­ბი ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც თა­მა­შო­ბენ და ხში­რად მათ უდი­ე­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თქვენ შე­სა­ხებ ასე­თი მა­ყუ­რებ­ლის რა მო­საზ­რე­ბე­ბი წა­გი­კი­თხავთ?

    - მე­უბ­ნე­ბი­ან, ცუ­დად გა­ხა­სი­ა­თე­ბენ, გლან­ძღა­ვენ, ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც ალ­ბათ ასე­თი­აო... ხომ ვამ­ბობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი ვართ. ჩემი მე­გობ­რე­ბი, ვინც კარ­გად მიც­ნო­ბენ, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ გი­ყუ­რებთ და შენ სა­ერ­თოდ არ ხარო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, მსი­ა­მოვ­ნებს, თუ ასეა, ე.ი. სწო­რი გზით მივ­დი­ვართ. ეს ნამ­დვი­ლად გა­მარ­ჯვე­ბის ტოლ­ფა­სია. ზუს­ტად ეგ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე არ მგავს...

    - პერ­სო­ნაჟს რას ურ­ჩევ­დით?

    - ადა­მი­ა­ნებს მო­უს­მი­ნოს. ადა­მი­ანს, რაც არ უნდა ბევ­რი მიღ­წე­ვა ჰქონ­დეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, ან რო­გორ ცხოვ­რობს, ნა­ჭუჭ­ში არ უნდა ჩა­ი­კე­ტოს. სხვი­სი აზრი, წუ­ხი­ლი, სი­ხა­რუ­ლი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. სხვას მო­უს­მი­ნო­სო, რომ ვამ­ბობ, ამას ვგუ­ლის­ხმობ.

    - რო­გორ შე­ა­ფა­სეთ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი პირ­ველ ჯერ­ზე უკვე ეკ­რან­ზე?

    - რა თქმა უნდა, ასეთ დროს, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა ღელ­ვა და მეც მქონ­და... სა­ერ­თოდ, ჩემი თე­ატ­რა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან მო­მეხ­მა­რა. რო­გორც კი კა­მე­რა ჩა­ირ­თო, ეგ­რე­ვე უხი­ლა­ვი კე­დე­ლი ამო­შენ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე სპექ­ტაკ­ლის თა­მა­შის დროს აღი­მარ­თე­ბა პარ­ტერ­სა და სცე­ნას შო­რის. მა­შინ­ვე სხვა ადა­მი­ან­მა და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა ჩემს გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარ ზა­ზას, რო­მელ­მაც კარ­გად გვას­წავ­ლა ის, რაც გვას­წავ­ლა.

    - სამ­სა­ხი­ო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ არ წახ­ვე­დით, სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა ხომ არ გაქვთ?

    - უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდა შე­იძ­ლე­ბა არა­ერ­თხელ გა­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა - არა, რად­გან მყავს 2 შე­სა­ნიშ­ნა­ვი შვი­ლი, თან კარ­გი შვი­ლე­ბი არი­ან. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რად­გან ჩე­მე­ბი არი­ან, ცოტა უხერ­ხუ­ლია მშობ­ლის მხრი­დან შვი­ლე­ბის ქება, მაგ­რამ რა ვქნა, ასეა... მად­ლო­ბა მათ ამის­თვის. უფ­რო­სი გო­გო­ნა 24 წლის არის, უმ­ცრო­სი - 21-ის. უფ­რო­სი „ბენ­დუ­ქი­ძე­ში“ ბიზ­ნე­სის გან­ხრით სწავ­ლობ­და. აქვს თა­ვი­სი საქ­მე, მშვე­ნივ­რად აა­წყო, სა­დაც უფ­რო­სიც ეხ­მა­რე­ბა, მარ­კე­ტინ­გის კუ­თხით სწავ­ლობს. მი­ხა­რია, რომ დატ­ვირ­თუ­ლე­ბი არი­ან და შრო­მო­ბენ. მთა­ვა­რია, რომ თა­ვი­ან­თი საქ­მე აქვთ...

    - მე­უღ­ლეც მსა­ხი­ო­ბია?

    - მე­უღ­ლე გახ­ლდათ თა­მარ ნა­დი­ბა­ი­ძე. ქორ­წი­ნე­ბა­ში აღარ ვართ, თუმ­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ატ­რში, დას­ში ერ­თად ვი­ყა­ვით, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო მოღ­ვა­წე­ო­ბას ვე­წე­ო­დით. რო­გორც ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

    - სამ­სა­ხუ­რის და სე­რი­ა­ლის გარ­და კი­დევ რა ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ?

    - წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­დან ვარ, ნი­კორ­წმინ­და­ში მაქვს მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი, ძი­რძვე­ლი ად­გილ-მა­მუ­ლე­ბი, სა­დაც სას­ტუმ­რო ავა­შე­ნე და მინ­და, ტუ­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა გან­ვა­ვი­თა­რო. სურ­ვი­ლი მაქვს, რაჭა ამ კუ­თხით აღორ­ძინ­დეს, გა­ნახ­ლდეს და ადა­მი­ა­ნე­ბიც და­უბ­რუნ­დნენ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, იქით დიდ დროს ვა­ტა­რებ. ძი­რი­თა­დი სამ­შე­ნებ­ლო საქ­მე­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რა­მაც დიდი ენერ­გია წა­ი­ღო, მაგ­რამ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ ამ ყვე­ლა­ფერს. როცა შენი შრო­მის ნა­ყოფს ხე­დავ, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­უფ­ლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმი­ტომ კი არა მინ­და, რომ ბიზ­ნე­სი იყოს და შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დეს, ძა­ლი­ან მინ­და, რომ ბევ­რმა მომ­ბა­ძოს და ეს კუ­თხე აღორ­ძინ­დეს. აქ მხო­ლოდ სას­ტუმ­რო კომ­პლექსზე არ არის ლა­პა­რა­კი, მე­ურ­ნე­ო­ბა­საც ვა­პი­რებ. ვე­ნახს ვა­ახ­ლებ, რო­მე­ლიც 30 წლის მი­ტო­ვე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე იყო, რის­გა­ნაც გავ­წმინ­დე, მიწა მო­იხ­ნა და ახალ ვაზს ვყრი. ალ­ბათ ეს მი­წის ყი­ვი­ლია, არ ვიცი. მი­მაჩ­ნია, რომ სამ­ყა­როს­თან მე­ტად უნდა გვქონ­დეს კავ­ში­რი და მეტი წარ­მა­ტე­ბაც გვექ­ნე­ბა, რად­გან ბუ­ნე­ბის შვი­ლე­ბი ვართ.
    წყარო: ამბები.ge