სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შიშველ მდგომარეობაში ძილი წონას დაგაკლებინებთ - თქვით უარი პიჟამოზე

    შიშველ მდგომარეობაში ძილი წონას დაგაკლებინებთ - თქვით უარი პიჟამოზე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    შიშველ მდგომარეობაში ძილი წონის კლებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა კიდევ რამდენიმე მიზეზია, რატომაც პიჟამოზე უარი უნდა თქვათ.

    Წონის დაკლება
    კვლევები აჩვენებს, რომ შიშველი ძილი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. ფაქტია, რომ ამ დროს სხეულის ტემპერატურა იკლებს, ამიტომ, სხეული იწყებს დიდი ენერგიის დახარჯვას წინა ტემპერატურის დასაბრუნებლად. ეს პროცესი კი წონაში კლებას იწვევს.

    გარდა ამისა, კომფორტულად დაძინება ამცირებს კორტიზოლის დონეს, რომელიც პასუხისმგებელია მუცლის არეში ცხიმოვანი დეპოზიტების გაჩენაზე.

    ინტიმური ზონების ჯანმრთელობა
    ტანსაცმელი ხელს უშლის კანის ნორმალურ სუნთქვას, განსაკუთრებით სინთეზური ქსოვილები. ტანსაცმლის გარეშე ძილი უზრუნველყოფს კარგ ვენტილაციას ინტიმურ ადგილებში, ასევე ამცირებს ინფექციური დაავადებების რისკს. მამაკაცებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიშველი ძილი, ინტიმური ორგანოების გადახურება უარყოფითად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

    ანელებს დაბერებას

    თბილი ტანსაცმელი ხელს უშლის კომფორტულ ძილს, ამიტომ მელატონინის წარმოება მნიშვნელოვნად უარესდება. თუმცა, სწორედ ის არის პასუხისმგებელი ორგანიზმში მიმდინარე ანთების საწინააღმდეგო პროცესებზე და საგრძნობლად ანელებს უჯრედების დაბერების პროცესს.

    გაუმჯობესებული პარტნიორული ურთიერთობები
    ტანსაცმლის დახმარებით არა მხოლოდ ვფარავთ სხეულს, არამედ ვქმნით ფსიქოლოგიურ ბარიერსაც. თუ პარტნიორთან ერთად გძინავთ, იფიქრეთ შიშველი ძილზე. ეს ხელს უწყობს დაახლოებას.

    ღრმა ძილი
    ფაქტია, რომ ჩაძინების ფაქტორზე გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური პროცესები. თუმცა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქოლოგიური კომფორტიც, რომელსაც საცვლების და პიჟამოების გარეშე ძილი უკეთ უზრუნველყოფს.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ