სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ზელენსკის გულშემატკივარი ვარ,ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა" - პრეზიდენტის განცხადება

    "ზელენსკის გულშემატკივარი ვარ,ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა" - პრეზიდენტის განცხადება
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვფიქ­რობ, რომ ზო­გა­დად, და­სავ­ლე­თი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტი, [რო­მე­ლიც სხვა სფე­რო­დან იყო] სას­ცე­ნო სფე­რო­დან, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წევ­და და ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მოჩ­ნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპი­რო­ბო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა „LCI-სთან“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

    რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტავს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ომის პი­რო­ბებ­შიც კი, და­ყო­ფი­ლი არ არის.

    „უკვე წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და, რაც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ [რუ­სეთს]. თა­ვი­დან ბევ­რი ფიქ­რობ­და, რომ ეს [ომი] გრძელ­ვა­დი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, რომ ეს ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­ნებ­დე­ბო­და. სწო­რედ ამას ფიქ­რობ­და პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი, რომ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მა­ნევ­რი კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ტან­კე­ბის რი­გით ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნებ­და. რა­ღაც მო­მენ­ტში ამე­რი­კე­ლე­ბიც ასე ფიქ­რობ­დნენ, შეს­თა­ვა­ზეს რა მას [ზე­ლენ­სკის] გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა.

    ვფიქ­რობ, რომ ზო­გა­დად, და­სავ­ლე­თი არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს ახალ­გაზ­რდა პრე­ზი­დენ­ტი, [რო­მე­ლიც სხვა სფე­რო­დან იყო] სას­ცე­ნო სფე­რო­დან, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წევ­და და ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი აღ­მოჩ­ნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპი­რო­ბო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, რად­გან ვიცი, რომ მსგავს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც პირ­და­პი­რი დარ­ტყმის ქვე­შაა, გა­დაც­დო­მე­ბის გა­რე­შე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­სა­წე­ვად რამ­ხე­ლა ტემ­პე­რა­მენ­ტია სა­ჭი­რო. მან ეს ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შიგ­ნით არ არის და­ყო­ფი­ლი, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ჩვენს დროს, მე ვსა­უბ­რობ ქვეყ­ნი­დან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია, შე­მიძ­ლია შე­ვა­და­რო. ამ ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რთულ მო­მენ­ტებ­ში, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია“,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.