სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისში ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

    თბილისში ხვალ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება -  ქუჩების ჩამონათვალი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის მერიის ცნობით, მხატვრული ფილმის გადაღებების გამო, აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

    უწყება ამბობს, რომ "სტუდია-99" საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს. ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის - "აწარმოე საქართველოში", საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცეტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

    დაგეგმილი გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.