სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • PHOTO - 1 დეკემბრიდან ჯადოქრობებს დავატრიალებთ, გამოვფენთ და…”- ზურა შევარდნაძეს შემოთავაზება

    PHOTO - 1 დეკემბრიდან ჯადოქრობებს დავატრიალებთ, გამოვფენთ და…”- ზურა შევარდნაძეს შემოთავაზება
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყველასათვის საყვარელი მებაღე, „გარდენის შევარდნაძის“ დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე საახალწლო სამზადისს იწყებს.

    „ჯერ კი ადრეა მაგრამ ახლა თუ არ დავიწყებ სამზადისს ამდენი ჩიჩილაკი თავისით ხომ არ დაითლება და დალაგდება?!

    მომწონს ის ამბავი, რომ პირველად ჩვენ გადავასხვაფერეთ, ფორმა და იერი შევუცვალეთ, გავანათეთ და სხვანაირი გავხადეთ ჩიჩილაკი.

    სამზადისი უკვე დავიწყეთ. 1 დეკემბრიდან ჯადოქრობებს დავატრიალებთ, გამოვფენთ და ყველას შეეძლება შეძენა, დაკვეთა.

    ეკოლოგიურია - ერთი თხილის ტოტისგან მთელი ხისთვის საჭირო ბურბუშელას გათლის მონდომებული კაცი, ქალი.

    ტრადიციულია, არავის და არაფერს არ ჰგავს, მხოლოდ ჩვენია, ქართული. (გურული!!!!!, მეგრული ჩქიმ პატენ..)“ - წერს ზურა შევარდნაძე.

    PHOTO - 1 დეკემბრიდან ჯადოქრობებს დავატრიალებთ, გამოვფენთ და…”- ზურა შევარდნაძეს შემოთავაზება