სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა არის ზამთრის დეპრესია და რჩევები თუ გავუმკლავდეთ მას

    რა არის ზამთრის დეპრესია და რჩევები თუ გავუმკლავდეთ მას
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბევრს ეცვლება გუნება-განწყობილება და დეპრესიაში ვარდება.

    არა აქვს მნიშვნელობა, ზამთარი გიყვართ თუ არა, მელანქოლიური განწყობა ხშირად ამ პერიოდის თანმხლებია, თუმცა, ხშირად დეპრესიაში გადაიზრდება და სხვადასხვა სიმპტომებით არის დამოხატული: დაღლილობა, ენერგიის დაკარგვა, ძილიანობა და ყველაფრისადმი უკმაყოფილობა, დაბნეულობა, ტკბილეულის მიმართ ძლიერი ლტოლვა, გაღიზიანება და ცუდი განწყობა.

    კვლევებით დადასტურებულია, რომ ამ ემოციურ მდგომარეობას ქალები მამაკაცებზე 2-ჯერ ხშირად განიცდიან. სეზონური დეპრესიის მიზეზი, როგორც აღმოჩნდა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დღის ხანგრძლივობის შემცირებაა, რადგან მზის სხივების ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ჰოპოთალამუსის (ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა განწყობა, ძილი, მადა, სექსი და ა.შ.) მუშაობაზე, არღვევს მელატონინის („ძილის ჰორმონი") ბალანსს და აფერხებს სეროტონინის („ბედნიერების ჰორმონი") გამოყოფას.

    ზამთრის დეპრესიის ნიშნები, როგორც წესი, ვლინდება შემოდგომის დასაწყისში, როდესაც დღის ხანგრძლივობა საგრძნობლად კლებულობს. იწყება წვიმიანი და პირქუში ამინდები. ამ პერიოდში ადამიანს გაციებასა და სურდოთი გამოწვეული უხერხული მომენტების შიში უჩნდება და სახლიდან გასვლის სურვილი არ აქვს.

    რა უნდა გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზამთრის დეპრესია ან შევამციროთ მისი სიმპტომების სიძლიერე?!

    1.დღისით რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ: გარდა იმისა, რომ აგიმაღლდებათ განწყობა, დღის სინათლე D ვიტამინის გამოყოფას უწყობს ხელს, რომლის ნაკლებობაც დეპრესიას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს.

    2. მეტი დრო ფანჯარასთან გაატარეთ. ამ დროს შესაძლოა, შემოქმედებითმა მუზამაც კი მოგაკითხოთ. მასზე ფიქრი განწყობას გამოგისწორებთ.

    3.რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და დაიტვირთეთ ფიზიკურად. ვარჯიშები და მოძრაობა სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, განწყობის ამაღლებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ვარჯიში: ამით თქვენ ზამთრის დეპრესიას ორმაგ დარტყმას მიაყენებთ.

    4. გაატარეთ მეტი დრო მეგობრებთან ერთად, უყურეთ სასიამოვნო ფილმს. არაფერი ჯობს მეგობრებთან დროის გატარებას. მათთან საუბარი გაგახალისებთ.

    5.იკითხეთ საინტერესო წიგნები. იმისთვის, რომ იყოთ ენერგიულები, კარგად გამოიძინეთ და ბევრი იცინეთ.მთავარია, არ დავნებდეთ და არ მივცეთ ზამთარს ჩვენი განწყობის გაფუჭების უფლება.