სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 57 წლის პედაგოგმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა - ლანჩხუთში პედაგოგი დააკვეს

    57 წლის პედაგოგმა 13 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა - ლანჩხუთში პედაგოგი დააკვეს
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლანჩხუთში დაკავებულ პედაგოგს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - სხდომა დახურული იყო. 57 წლის მასწავლებელს მერვე კლასელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ედავებიან.

    საუბარია 7 ნოემბერს ლანჩხუთის, ერთ-ერთი საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, 57 წლის მამაკაცს 13 წლის მოზარდთან, სავარაუდოდ, სექსუალური დანაშაულის ჩადენის მცდელობა ჰქონდა. შემთხვევა სპორტის გაკვეთილზე მოხდა. სავარაუდო დანაშაულის შესახებ მოსწავლემ კლასელებს შეატყობინა. მათ კი საქმის კურსში სკოლის ადმინისტრაცია ჩააყენეს.

    "ბრალდება წარდგენილი აქვს სრულწლოვნის გარყვნილი ქმედების ფაქტზე წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობაში მოყვანილი გარემოებები იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც გამოიკვეთა საქმის გამოძიების მიმდინარეობისას და ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოიყენა პატიმრობა. მომდევნო სასამართლო სხდომა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართება 2023 წლის 27 დეკემბერს,“ – აცხადებს პროკურორი შოთა ჩხაიძე.

    დაცვის მხარე ამბობს, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას არ ეთანხმება და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

    „სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეუფარდა 2-თვიანი პატიმრობა, რასაც არ ვეთანხმებით არც ბრალდებული და არც მე. 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ,“ - აცხადებს ადვოკატი ვლადიმერ გვარჯალაძე.