სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის საგარეჯოში, ქორწილში მოკლული 29 წლის ბიჭი - ახალგაზრდა ერთი ოჯახის 6-მა წევრმა სასიკვდილოდ სცემა

    ვინ არის საგარეჯოში, ქორწილში მოკლული 29 წლის ბიჭი - ახალგაზრდა ერთი ოჯახის 6-მა წევრმა სასიკვდილოდ სცემა
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ადგილზე, სადაც მკვლელობა მოხდა, სისხლის კვალი ახლაც არის. თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფინანსური ვალდებულებების გამო მოხდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, ბაზირგან მაჰმუდოვმა ჯევიდ მამაედოვი, კუთვნილი ვალის დაგვიანების გამო, ცივი იარაღით დაჭრა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

    მხარეებს შორის კონფლიქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ქორწილის სუფრასთან დაიწყო. სისხლიანი დაპირისპირება კი უშუალოდ წვეულების მიმდებარე ქუჩაზე გაგრძელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 29 წლის ახალგაზრდა კაცს თავს 6 ადამიანი დასხა. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

    საგამოძიებო უწყებამ, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ბაზირგან მაჰმუდოვს, ჩადენილი დანაშაულის გამო, განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

    წყარო: primetime.ge