სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის ლაშა ბექაურის ბიძაშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია?

    ვინ არის ლაშა ბექაურის ბიძაშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია?
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მიხეილ ბექაური ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ბიძაშვილია და ამავდროულად, საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაშიც გვევლინება. 21 წლის ძიუდოისტი იუინიორთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს და კადეტთა კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახლავთ.

    მიხეილი შილვარის სახეობაში ასპარეზობს, სადაც რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ვინც, შილვარიდან ცოტა შორსაა გეტყვით, რომ ეს ტრადიციული სახეობაა, ძალიან ძველი ჭიდაობა, ისევე როგორც ჩვენი ქართული ჭიდაობა. უბრალოდ პოპულარიზაციის მხრივ განსხვავდება, რადგან ბევრად უფრო მაღალ მასშტაბებზე არიან გასულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ატარებენ.

    მიხეილ ბექაურმა, რამდენიმე თვის წინ "პრაიმ სპორტთან" ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

    "ძიუდოში 12 წლის ასაკიდან ვარ. ალბათ ამ ასაკში არ მიფიქრია ამ ყველაფერზე, უბრალოდ ოჯახში ჭიდაობის ტრადიცია იყო, მე კი ძიუდო ავირჩიე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც მთელ ჩემს რესურს გამოვიყენებდი. პატრიოტი ვარ და ყოველთვის ვფიქრობდი რისი გაკეთება შემეძლო საქართველოსთვის. ამ კითხვაზე პასუხი კი ძიუდოში ვიპოვე, ყველაზე მეტად ეს მხიბლავს".

    "საქართველოში უამრავი ძიუდოისტია, ამ მხრივ ახალ თაობას ძალიან გაგვიმართლა. საშუალება გაქვს მსოფლიოში წამყვან ძიუდოისტებთან ერთად ივარჯიშო, ისეთ ცოცხალ ლეგენდებთან, როგორებიც არიან ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და კიდევ უამრავი სხვა. ამ ბიჭებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და ჩემთვის პატივია მათთან ერთად იმ სივრცეში ყოფნა, რასაც ტატამი ჰქვია. დიდი პატივისცემა ამ ადამიანებს ჩემგან".

    "დიახ მე და ლაშა ბიძაშვილები ვართ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ლაშა ძალიან კარგი ადამიანია. რაც შეხება მის კარიერას, ის უდაოდ საოცარი მებრძოლია და შედეგებიც ამაზე მეტყველებს. წარმატებებს ვუსურვებ მას ყველა ბრძოლაში. ყველაზე დიდი ოცნება მაქვს, რომ ყველაფერი, როცა დასრულდება და უკან მოვიხედავ, არ მინდა იყოს რაიმე, რაც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ამ დღემდე მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს შეგრძნება არ დამეუფლოს", - ამბობს მიხეილი "პრაიმ სპორტთან" ინტერვიუში.