სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ - თამარ ივერი

    "მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ - თამარ ივერი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საოპერო მომღერალი, თამარ ივერი, სტუმრად გადაცემაში " ნოესთან " იმყოფებოდა.

    მომღერლის თქმით, მისი მწარე სიმართლის გამო მასაც და მის მეუღლესაც პრობლემები შექმნათ.

    "მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო, რადგან ეს ყველას არ სიამოვნებს. მითხრა, ხომ ხედავ, რომ პრობლემები გექმნებაო. რამდენჯერაც დავაპირებ რამის დაწერას, ვფიქრობ. გამოთქმა არსებობს ძალიან კარგი, სხვათა შორის მაფიოზების, 10 წუთი მოთმინება, 10 წელი კომფორტს ნიშნავსო. ამიტომ როცა რამეს დაწერას დავაპირებ ვჩერდები და მერე ძაღლის ან კატის ვიდეოს ვაზიარებ ხოლმე და ამაზე გადამაქვს ხოლმე“. – ამბობს ივერი.

    წამყვანის, კითხვაზე, სრული პატრიარქატი გაქვთ სახლში, თამარ ივერი პასუხობს:

    "არა სრული პატრიარქატი არ გვაქვს, არც მატრიარქატი, მაგრამ მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო. მეუბნება ხოლმე, რატომ ირთულებ ცხოვრებასო. მართლაც რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით უფრო დიპლომატიური უნდა იყოს და ჯობია, რაღაც კარგი დაწერო, ვიდრე ვიღაცები სარკეში ახედო “. – განმარტავს თამარ ივერი.