სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ამ სამყაროში არ დამცალდა შენზე მოფერება ჩემო იმიერო სიყვარულო... - ფეხმძიმე მეუღლის ემოციური პოსტი

    ამ სამყაროში არ დამცალდა შენზე მოფერება ჩემო იმიერო სიყვარულო... - ფეხმძიმე მეუღლის ემოციური პოსტი
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როცა სანუგეშებელ სიტყვას ვერ პოულობ, "დაკრძალვა და დაბადების დღე ერთდროულად...“ რატომ დაუშვი ღმერთო ამხელა საცოდაობა - წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე და აჭარაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის მეუღლის ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    ამაზე მეტი ტკივილი არ არსებობს გამძლეობა მის მეუღლეს რომელსაც 4 თვეში პატარა ბიჭუნა ეყოლება.
    "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" გთავაზობთ ირაკლი ხალითბას მეუღლის ანიტას ემოციურ მილოცვას.
    „დაბადების დღეს გილოცავ ჩემო მარადიულო საგანძურო გულო და სულო, ამ სამყაროში არ დამცალდა შენზე მოფერება ჩემო იმიერო სიყვარულო, მაგრამ იცოდე მაინც გეფერები და ცას ვაწვდენ ჩემს შენდამი გრძნობას.
    ჩემო ღმერთო ჩემო სულიწმინდავ მიყვარხარ უსასრულობამდე, იქამდე ვიდრე არ ჩაგეხუტები იქ სადაც შენ განისვენებ ... შენი ანიტა“.
    აქვე ასევე გთავაზობთ შოთო სიხარულიძის ემოციურ პოსტს რომლითაც ანიტას მიუსამძიმრა:
    ჩემო ძვირფასო ანიტა რა ძნელია, როცა შენთვის ძვირფასს და საყვარელ ადამიანს მიწას მიაბარებ და იქიდან დაბრუნდები მხოლოდ მოგონებების იმედად.
    რჩება მხოლოდ საფლავი, ადგილი, სადაც ხშირად მოგიწევს სიარული, რადგან უნდა მოუყვე ყველაფერი დარჩენილ ცხოვრებაზე... ირაკლი ხალითბასნაირი მებრძოლი სულის, სიცოცხლის მოყვარული ადამიანისათვის ნაადრევი იყო ამ ქვეყნიდან წასვლა.
    მსუბუქი იყოს მისი საფარველი! ნათელში მისი ლამაზი სული, ამინ!
    ((((ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება.
    არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ.
    ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს...
    მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო....“ - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.