სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    სხვებზე ადრე დაინახავთ სამიზნეს და ახალი იდეებით თქვენ გახდებით სწორედ კოლეგების შთაგონების წყარო. ახლა არ არის მოდუნების დრო. იმოქმედეთ გაბედულად.

    კურო

    შესაძლებელია, მიიღოთ ახალი ინფორმაცია, ან წინადადება, რომლის პერსპექტიულობა მოკლე დროში გამოჩნდება და საკმაოდ დიდი ჰორიზონტები გადაიშლება თქვენს წინ.

    ტყუპები

    შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებების დღე იყოს, ფინანსური და პარტნიორული პრიორიტეტების კუთხით. იყავით ობიექტური, რათა მიაღწიოთ ურთიერთგაგებას ახალ პარტნიორებთან.

    კირჩხიბი

    საუკეთესო დროა, გათავისუფლდეთ უსარგებლო, არაფრისმომცემი კავშირებისა და ურთიერთობებისგან. თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ კომუნიკაციისას, ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ და გაცილებით იოლად მიაღწევთ მიზანს.

    ლომი

    თქვენი აქტიურობა, დღეს, შედეგიანი და სარგებლიანი იქნება, შესაძლოა, პარტნიორებმა ახალი შემოთავაზებით მოგმართონ. ნუ შეგეშინდებათ, ცვლილებები შედეგიანი იქნება.

    ქალწული

    შანსი გექნებათ, ახალი საქმე წამოიწყოთ, ან აწარმოოთ საინტერესო მოლაპარაკებები, შესაძლოა, გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრებისეულ პირობები.

    სასწორი

    ახალი ნაცნობობა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე თავიდან წარმოიდგენთ. შეგიძლიათ, თამამად და გაბედულად იმოქმედოთ. შესაძლოა, ეს თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი იყოს.

    მორიელი

    შეიტანეთ სიახლეები თქვენს გარემოცვაში, იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, გარეგნობაზე. გაინებივრეთ თავი ახალი სამოსითა და აქსესუარებით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

    მშვილდოსანი

    მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი გავლენიანი ადამიანებისგან. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ, გამოიჩინეთ დიპლომატია და დაიცავით დისციპლინა.

    თხის რქა

    ზედმეტი აქტიურობა დიდ ნერვიულობას მოგიტანთ, გარე ფაქტორები კი ნეგატიურ როლს ითამაშებს პირად ურთიერთობებშიც, დაზოგეთ ძალები, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ძალიან მალე, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

    მერწყული

    გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც გაბრკოლებთ და ხელს გიშლით წინსვლაში. გადაერთეთ თქვენთვის საინტერესო საქმეებზე და გაბედულად განაცხადეთ თქვენი მიზნები და სურვილები.

    თევზები

    იზრუნეთ ჰარმონიული, მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, შეინარჩუნეთ კეთილგანწყობა გარშემომყოფთა მიმართ, მიუხედავად მათი კრიტიკული შენიშვნებისა. მალე ყველაფერი დალაგდება.