სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ამ ადამიანებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ

    ამ ადამიანებს ხელფასი 500 ლარით გაეზრდებათ
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ მასწავლებლებს ხელფასი 500 ლარით ეზრდება:

    „დეკემბრის შუა რიცხვებში, გვექნება ზოგადი განათლების მიმართულებით პრეზენტაცია იმ განახლებული ხედვების და რეფორმების შესახებ, რომლებიც ახლა სამინისტროში მუშავდება. ახლა ვართ ჩართული უშუალოდ მასწავლებლებთან პირადად შეხვედრებსა და კომუნიკაციაში. წინა კვირას თბილისში 700 მასწავლებელს შევხვდი, გვქონდა 3–საათიანი დისკუსია სწორედ ამ საკითხზე. როგორ ფიქრობენ ისინი და როგორ აჯობებს მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მასთან დაკავშირებული სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.

    სწორედ ამ მიზნით, ამ კვირაში ასევე რეგიონებში მაქვს გასვლა. ჩვენ არ გვინდა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღოთ. საბოლოოდ გვინდა, ყველა მასწავლებელი მეტ–ნაკლებად ჩავრთოთ ამ პროცესში, მოვისმინოთ მათი მოსაზრება და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილება, მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ, უახლოესი ჩემი ორი-სამი კვირა დაეთმობა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში უშუალოდ პირადად მასწავლებლებთან კომუნიკაციას.

    საბოლოოდ, იმ სწორ სახელფასო პოლიტიკას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც, პირველ რიგში შედის მასწავლებელებლების ინტერესებში და რომელმაც უნდა მოიტანოს ხარისხიანი განათლების ამაღლებაზე წვდომა. შესაბამისად, ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, იცით, რომ ჩვენი სახელფასო პოლიტიკის ჯამური ბიუჯეტი სახელფასო პოლიტიკის იზრდება. იმ რამდენიმე ვერსიიდან გამომდინარე, რომელზეც ახლა სამინისტროში ვმსჯელობთ, დაახლოებით სრული დატვირთვის პირობებში, თითოეულ მასწავლებელს მინიმუმ 500 ლარით და მეტით გაეზრდება ხელფასი. დახურულ შეხვედრებზე ამ საკითხს მასწავლებლებთან დეტალურად განვიხილავთ, ახლო პერიოდში გვექნება პრეზენტაცია სადაც დეტალურ სახელფასო პოლიტიკას და სხვა საკითხებს წარმოგიდგენთ“, - განაცხადა მინისტრმა.