"აღარ მინდა შენთან“- ესაა ლელა წურწუმიას ახალი სიმღერის სახელი.
"55 წლის ლელა წურწუმია ასეთ ფორმაშია და 26 წლის მე, დილას ლოგინიდან ადგომა მეზარება“.
„ქალი-სასწაული, ქალი-ლეგენდა! ეს კლიპი არ არის, ეს არის მოვლენა, რომელმაც თვითშეფასება ამიმაღლა, როგორც ქართველს. ლელა საქართველოს სიამაყე ხარ! მიყვარხარ...“ - აი ასეთი კომენტარები დამსახურა ლელას ვიზუალმა მის ახალ კლიპში.
ლელას ახალ კლიპთან დაკავშირებით კომენტარი მამულიჩამაც გააკეთა:
- ლელას ახალგაზრდობის ელექსირი მამულიჩაა (იცინის). ლელა ყოველთვის მუშაობს თავის თავზე. სულ ცდილობს, რომ ფორმაში იყოს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ადამიანები სულ სიახლეებს ითხოვენ ლელასგან. ძალიან ადრე, 1998 წელი იყო და მაშინ ასე ჰქონდა დახვეული თმა, მაგრამ ასეთ იმიჯში არასოდეს გადაუღია კლიპი. ზოგადად, ასეთ ფორმაში ყოფნის გარანტიაა, რომ კარგი ადამიანი იყო და გიხაროდეს ყველას წარმატება.