სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - ივთარება უკრაინაში

    24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა - ივთარება უკრაინაში
    5 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 8 შეტევა, ბახმუტთან - 12, ავდეევკის რაიონში - 17 და მარინკის მიმართულებით - 20.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სადესანტო ძალებმა უკრაინელების რამდენიმე საყრდენი პუნქტი გაანადგურეს არტიომოვსკის რაიონში. რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საყრდენი პუნქტი გაუნადგურეს ლიმანის რაიონშიც და მოწინააღმდეგეს მისი დატოვება აიძულეს.