სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ქალი ორი საშვილოსნოთი და ორივეთი ორსულად - უნიკალური მოვლენა, რომელიც 50 მილიონში ერთხელ ხდება

    ქალი ორი საშვილოსნოთი და ორივეთი ორსულად - უნიკალური მოვლენა, რომელიც 50 მილიონში ერთხელ ხდება
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წლის კელსი ჰეტ­ჩე­რი სამი შვი­ლის დე­დაა და ცენ­ტრა­ლურ ალა­ბა­მა­ში ცხოვ­რობს. უჩ­ვე­უ­ლო მის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, რომ არა თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლია, ქალი ორი საშ­ვი­ლოს­ნო­თი და­ი­ბა­და. ამ­ჯე­რად კელ­სი კი­დევ ორ შვილს ელო­დე­ბა და ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნო­თი ორ­სუ­ლად არის.

    ამ იშ­ვი­ათ­მა მოვ­ლე­ნამ ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბი შოკ­ში ჩა­აგ­დო.

    კელ­სი­სა და მის მე­უღ­ლეს, კა­ლებ ჰეტ­ჩერს დატ­ვირ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბა აქვთ. ორი­ვე მუ­შა­ობს და ჰყავთ სამი შვი­ლი - 7, 4 და 2 წლის.

    ოჯა­ხი კი­დევ ერთ შვილ­ზე აღარ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ გა­ზა­ფხულ­ზე ქალ­მა გა­ი­გო, რომ ორ­სუ­ლად იყო. პირ­ველ ექოს­კო­პი­ა­ზე წყვი­ლი შოკ­ში ჩა­ვარ­და, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ კი­დევ ორ შვილს ელოდ­ნენ.

    მაგ­რამ ექი­მი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა არა ტყუ­პი ნა­ყო­ფით, არა­მედ ქა­ლის ორი­ვე მოქ­მედ საშ­ვი­ლოს­ნო­ში თითო ნა­ყო­ფის ნახ­ვით.

    შემ­თხვე­ვა იმი­თა­ცაა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნოს სა­კუ­თა­რი საშ­ვი­ლოს­ნოს ყელი აქვს.


    ქა­ლის მე­ა­ნი, შვე­ტა პა­ტე­ლი ამ­ბობს, რომ ეს ისე­თი იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, რომ ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და მსგავს ორ­სულს თუ ნა­ხავ­და.

    კელ­სი ჰეტ­ჩე­რი ამ­ბობს, რომ მან დიდი ხა­ნია იცის თა­ვი­სი ფი­ზი­კუ­რი უც­ნა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ორი­ვე საშ­ვი­ლოს­ნო­თი ორ­სუ­ლო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სას­წა­უ­ლია. მარ­თლაც, ეს 50 მი­ლი­ონ­ში შე­იძ­ლე­ბა ერთხელ მოხ­დეს.

    ქალი გა­ოგ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბით და ამ­ბობს, რომ არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა.

    ექი­მის თქმით, დიდი შან­სია, რომ თი­თო­ე­ულ­მა საშ­ვი­ლოს­ნომ სხვა­დას­ხვა დროს და­ი­წყოს შე­კუმ­შვა და გო­გო­ნე­ბი და­ი­ბად­ნონ სა­ა­თე­ბის, დღე­ე­ბის ან კვი­რე­ბის ინ­ტერ­ვა­ლით.

    რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ჰეტ­ჩე­რებს რვა წლამ­დე ასა­კის ხუთი შვი­ლი ეყო­ლე­ბა.

    წყარო: Ambebi.ge