სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

    ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    16 ნო­ემ­ბერს დღის ბო­ლო­დან 17 ნო­ემ­ბრის დღის მე­ო­რე ნა­ხევ­რამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა, წვი­მა, ზო­გან ძლი­ე­რი (ძი­რი­თა­დად ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში), მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლი, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 4-5-ბა­ლი­ა­ნი შტორ­მუ­ლი ღელ­ვა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის პროგ­ნო­ზით, მო­სა­ლოდ­ნელ­მა ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, ხოლო მთი­ან და გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.