სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დედა დაკრძალა და არავის გაგვაგებინა" - შოთა არველაძის ამაღევლებელი ისტორია

    "დედა დაკრძალა და არავის გაგვაგებინა" - შოთა არველაძის ამაღევლებელი ისტორია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პანდემიის დაწყების დროს შოთა არველაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა საკითხზე, რომელიც მის მეგობარს შეემთხვა.

    გთავაზობთ მის მონათხრობს:

    “ცოტა ხნის წინ, ჩემს უახლოეს მეგობარს მძიმე ამბავი შეემთხვა. რამდენიმე დღე ტელეფონზე არ მპასუხობდა და როცა გამოჩნდა, მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა. ეს ამბავი თბილისში მოხდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ყველა წესის სრული დაცვით დაკრძალა, თუმცა არავის გაგვაგებინა. ამით პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ჩათვალა, რომ სხვა შემთხვევაში სხვებსაც საფრთხეში ჩააგდებდა.

    დედაზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს, თუმცა, როცა ასეთი განსაკუთრებული მომენტია, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამხელა საფრთხე შეგვიძლია შევუქმნათ სხვა ადამიანს და უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა", - ამბობს შოთი.