სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საქმე გვაქვს ქართული სპორტის საბოტაჟთან" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ძალოსნების დოპინგ სკანდალზე, რომელთა შორის მისი ვაჟიც არის

    "საქმე გვაქვს ქართული სპორტის საბოტაჟთან" - რას ამბობს გიორგი ასანიძე ძალოსნების დოპინგ სკანდალზე, რომელთა შორის მისი ვაჟიც არის
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გი­ორ­გი ასა­ნი­ძემ "TST სპორტთან"ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბულ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე ისა­უბ­რა, მათ შო­რის დო­პინგ სკან­დალ­ზე, რო­მელ­შიც მისი ვაჟი, ძა­ლოს­ნო­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი კახი ასა­ნი­ძეც გა­ეხ­ვა.

    რა ხდე­ბა დო­პინგ სკან­დალ­ზე?
    გი­ორ­გი ასა­ნი­ძე:

    "ამ სა­კი­თხზე წყე­ნას ვერც და არც დავ­მა­ლავ, ყვე­ლა დო­ნე­ზე ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ჩვენ მივ­მარ­თეთ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტროს, რის შემ­დე­გაც რე­ა­გი­რე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იყო, პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა მა­სა­ლე­ბი მოკ­ვლე­ვი­სათ­ვის, რაც სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რაა და მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ არ და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თავს ვი­კა­ვებ შე­ფა­სე­ბე­ბის­გან, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბას ჯერ არ და­ვუ­კი­თხი­ვარ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მინ­და რამე ისე­თი ვთქვა, რაც და­ა­ზა­რა­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას ან ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბას. თუმ­ცა ფაქტს ვა­დას­ტუ­რებ... მინ­და, გულ­შე­მატ­კივ­რებს და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ანს მივ­მარ­თო, რომ აქ საქ­მე გვაქვს ქარ­თუ­ლი სპორ­ტის სა­ბო­ტაჟ­თან. რა­მაც გა­მო­იწ­ვია გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი, ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი, არი­ან მოწ­მე­ე­ბიც და მე ყვე­ლა მოწ­მეს და ჩარ­თულ პირს ვთხოვ და მოვ­თხოვ ითა­ნამ­შრომ­ლოს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, ვი­ნა­ი­დან ქარ­თუ­ლი სპორ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა. რაც არ უნდა მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან სი­მარ­თლე და­ი­ნა­ხოს. ვი­ნა­ი­დან ქარ­თულ სპორ­ტს აქვს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვა "პა­რი­ზი 2024" - ზე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ეს სი­ბინ­ძუ­რე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა ჩვენს შე­დე­გებ­ზე. არა მარ­ტო ძა­ლოს­ნო­ბის კუ­თხით, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი სპორ­ტის თვალ­საზ­რი­სით. მჯე­რა გა­მო­ძი­ე­ბის, ჩემ ხელთ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ სა­ბო­ტაჟ­თან და ვან­და­ლიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით, ვაც­ნო­ბებ მათ. ვფიქ­რობ, რომ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფრო პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს მი­ვი­ღებთ, ამ სპორ­ტსმე­ნე­ბის შე­ღა­ვა­თით თუ სას­ჯე­ლი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით.

    არ ვიჩ­ქა­რებთ სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად, უბ­რა­ლოდ, ცუდი ის არის, რომ ამ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტსმე­ნე­ბი იჩაგ­რე­ბი­ან. რად­გან ჩა­მორ­ჩნენ გარ­კვე­ულ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, სა­დაც იგი­ვე კახი ასა­ნი­ძეს და რეზი და­ვი­თა­ძეს გარ­კვე­უ­ლი შან­სი ჰქონ­დათ ოლიმ­პი­ა­დის ლი­ცენ­ზი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის. თუმ­ცა ამ კუ­თხი­თაც ვმუ­შა­ობთ. გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი გვაქვს ყვე­ლა დო­ნე­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე მის გა­რეთ. ვფიქ­რობთ, რომ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ყვე­ლა კი­თხვას პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს"
    .