სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსული ძალების მიერ, უკრაინაში მებრძოლი, საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ აყვანის ფაქტზე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

    "რუსული ძალების მიერ, უკრაინაში მებრძოლი, საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ აყვანის ფაქტზე საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

    უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, რათა ქართულმა მხარემ საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაიცვას.

    "ქართული მხარე გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასა და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“,
    - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.