სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

    17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
    5 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    თუ გრძნობთ რომ ყურადღება გეფანტებათ, სჯობს, დროებით საქმეს ჩამოსცილდეთ, რადგან რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეიძლება, ვერ მოერიოთ, შესაბამისად, სასურველ შედეგებსაც ვერ მიიღებთ.

    კურო

    ძნელი იქნება თქვენი დაყოლიება, შესაძლოა, გაუგებრობების მოგვარებისას, სიტუაცია უფრო მეტად დაიძაბოს და, თქვენი უჩვეულო ქმედებების გამო, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გააკონტროლეთ ემოციები.

    ტყუპები

    სასურველია, ირგვლივ მყოფთა მიმართ თქვენი უკმაყოფილება არ გამოამჟღავნოთ, რადგან სამომავლოდ შესაძლოა, სწორედ მათი მხარდაჭერა დაგჭირდეთ. იყავით მეტად მოქნილი და გამოიჩინეთ კეთილგონიერება.

    კირჩხიბი

    რაიმე საქმის გადაწყვეტისას, ნუ შეეცდებით არაორდინარული გზების მოძიებას, დღეს, აჯობებს, ყველაფერს უკვე გამოცდილი და ტრადიციული გზებით გაუმკლავდეთ.

    ლომი

    დღეს, სჯობს, მეტი დრო დაუთმოთ თქვენს იმიჯსა და გარეგნობას. დაგეგმილ შეხვედრებსა, თუ მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი იქნება სამოსსა და აქსესუარებზე აქცენტი.

    ქალწული

    მიუხედავად იმისა, რომ თავს ყოვლისშემძლედ იგრძნობთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ყველაფერი არც ისე იოლი და მარტივი შესასრულებელია, როგორც გგონიათ.

    სასწორი

    სასურველია, მოვლენებს სხვისი თვალითაც შეხედოთ, საშუალება მიეცით სხვებსაც გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ნუ იქნებით მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი.

    მორიელი

    ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, როგორი ავტორიტეტულიც უნდა იყვნენ ეს ადამიანები და როგორც უნდა ასაბუთებდნენ თავიანთ საქციელს, მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება.

    მშვილდოსანი

    თქვენ შეძლებთ თქვენი წარმოებისა თუ ბიზნესის მნიშვნელოვნად გაფართოებას, შესაძლოა, ახალი პარტნიორებიც მიიზიდოთ და შთამბეჭდავად გაზარდოთ შემოსავლები ახალი იდეებით.

    თხის რქა

    ამ ეტაპზე, მთავარია, არ გადაამეტოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. მოუსმინეთ მეგობრებსა და ახლობელთა რჩევებს. დაიცავით მიღებული წესები და ნორმები, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები.

    მერწყული

    შეგიძლიათ, იმოქმედოთ გულის კარნახით, ნუ მიაქცევთ ყურადღებას გაუთავებელ შენიშვნებსა და პრეტენზიებს. შეიტანეთ ცვლილებები თქვენს გარემომცველ სივრცეში.

    თევზები

    შეეცადეთ, დროულად დაასრულოთ დაწყებული საქმეები, იმოქმედეთ სწრაფად, გონივრულად და კონკრეტული მიმართულებით. სხვადასხვა წვრილმანებზე გამოკიდებით მხოლოდ ფუჭად დაკარგავთ დროს.