სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „ტემპერატურა -5 გრადუსი, თოვა და ძლიერი ქარი“ - სულ მალე დღეებში ამინდი უარესდება

    „ტემპერატურა -5 გრადუსი, თოვა და ძლიერი ქარი“ - სულ მალე დღეებში ამინდი უარესდება
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნოემბრის 19-დან, 21 რიცხვის ჩათვლით, ტემპერატურა დაეცემა.

    „17 ნოემბერს ნალექიანი ამინდი დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი იქნება. მაღალმთაში თოვლია და გაფრთხილებაც გავავრცელეთ. ასევე, მოსალოდნელია ძლიერი ქარი.

    18 ნოემბერს უნალექო ამინდია საქართველოში. 19-ში კვლავ თოვლს ველოდებით. 20-21-დან კი ამინდი უარესდება. ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს მაღალმთაში - 5 გრადუსი იქნება. თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს და მალევე გამოიდარებს“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ სვეტლანა ნიორაძემ.