სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

    ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ კი, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე მათ რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.

    სანქციების დაწესების განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

    „ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა დაახლოებით 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.